ოფიციალური ინფორმაცია დაინფიცირებულთა შესახებ

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ქვეყანაში 66 ინფიცირებულია.

პირველი 34 ინფიცირებულის შესახებ საჯარო ინფორმაციას შეგიძლიათ ამავე პოსტში გაეცნოთ:

ფოტო: ნეტგაზეთი

#1 – 26 თებერვალი, ირანიდან ჩამოსული 50 წლის მამაკაცი, შიდა კონტაქტი არ ქონია. 14 მარტს პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს.

#2 – 28 თებერვალი, იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი, ქონდა შიდა კონტაქტები, გავიდა სამსახურში (საქ. ბანკის ნაძალადევის ფილიალი). კონტაქტები გამოავლინეს და იზოლაციაში მოათავსეს.

#3 – 29 თებერვალი, ირანიდან ჩამოსულ N1 ინფიცირებულთან ქონდა კონტაქტი ირანში, ასევე საზღვარზე გამოვლინდა და შიდა კონტაქტი არ ქონია.

#4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერი (ერთი ჯგუფი), 5 მარტი, მოგზაურობდნენ იტალიაში და ვენის გავლით თბილისში ჩამოფრინდნენ 2 მარტს გამთენიისას. დეტალურად:

#4 – 44 წლის მამაკაცი, პროფესიით ექიმი, ჩამოსვლიდან მეორე დღეს თავი ცუდად იგრძნო, თვითიზოლაციას მიმართა 2 დღე. ხოლო მას შემდეგ რაც უარესად გახდა, მიაკითხა ინფექციურს. ის დღემდე ყველაზე მძიმე პაციენტია.

#5 – ფარმაცევტული კომპანია სს გეფა-ს საოპერაციო დირექტორი მიხეილ აბრამიძე. არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, დადიოდა სამსახურში, ჩაატარა შეხვედრები, იყო პანაშვიდზე და აშ. ჯერ-ჯერობით მის ანგარიშზე ვირუსის 5 დადასტურებული შიდა გადაცემაა.

#6, #7, #8 , #9 – კლასტერის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე 5 მარტამდე ქონდათ შიდა კონტაქტები.

#10 – 7 მარტი, პირველი შიდა, მეორეული ინფიცირება, ევექსის გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე, ქონდა კონტაქტი #5-თან, ვისგადან გადედო და ვირუსის დადასტურებამდე ასევე ჰონდა შიდა კონტაქტები;

#11 – 7 მარტი, შიდა ინფიცირება. მამაკაცი სს გეფა-ს თანამშრომელია, დაინფიცირდა #5 -ის მიერ სამუშაო შეხვედრაზე. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები.

#12 – 7 მარტი, დაფიქსირდა საჩხერეში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის შვილი. კონტაქტი ქონდა ინფიცირებულ იტალიელთან, რომელმაც მალევე დატოვა ქვეყანა.

#13 – 7 მარტი, ასევე შიდა ინფიცირება. ქალი სს გეფა-ს თანამშრომელია და ინსაიდერული ინფორმაციით, დაინფიცირდა თანამშრომლის, მიხეილ აბრამიძის (#5) ნაჩუქარი კანფეტით. ქალბატონს გამოვლენამდე ქონდა მრავალი შიდა კონტაქტი.

#14 – 9 მარტი, შიდა ინფიცირება,  დაინფიცირდა #5 -ის მიერ. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. მისმა მეუღლემ სოც, ქსელში დაწერა, რომ ოჯახი არის თვითიზოლაციაში.

#15 – 9 მარტი, პაციენტი ჩამოფრინდა ესპანეთიდან, თუმცა ქონდა კონტაქტი იტალიელებთანაც. გამოვლენამდე არც ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.

N16 – 10 მარტი, შიდა გადედება ისევ #5 ინფიცირებულისგან. როგორც პაციენტი აცხადებს, გასამრჯელო აიღო ბანკნოტებით, რის შედეგადაც დაინფიცირდა. როდესაც #5-ის კონტაქტებს იკვლევდნენ, სავარაუდოდ ეს პიროვნება გამორჩათ, რადგან ცნობილია, რომ ის ცუდად გახდომამდე არ იმყოფებოდა იზოლაციაში.

#17, #18, #19, #20 – 10 მარტი, ოთხივე პიროვნება #2 ინფიცირებულთან ერთად მოგზაურობდა იტალიაში, ისინი 28 თებერვლის შემდეგ იზოლაციაში იყვნენ. ამ ადამიანებს 10 მარტამდეც ჩაუტარდათ ტესტი ვირუსზე, თუმცა უარყოფითი იყო;

#21 – 10 მარტი, შიდა ინფიცირება,  #20 ინფიცირებულის 12 წლის შვილია, რომელსაც მშობელმა იზოლაციამდე გადასდო;

#22 – 10 მარტი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელიც #12 პაციენტის მამაა და 6 მარტიდან იყო თვითიზოლაციაში;

#23 – 10 მარტი, მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იმოგზაურა იტალიაში, გამოვლენამდე არ ყოფილა თვითიზოლაციაში და ახლა მკურნალობს დასავლეთ საქართველოში.

#24 – 11 მარტს ვირუსი მხოლოდ #20 ინფიცირებულის 19 წლის შვილს დაუდასტურდა. ის გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იმყოფებოდა.

#25 – 12 მარტი, ინფიცირებული #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერს უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

#26, #27, #28, #29 და #30 – პირდაპირ უკავშირდება იტალიას, კერძოს, #5 პაციენტს. ამ 5 პაციენტში ფიქსირდება მესამეული გადაცემაც, რადგან არიან ერთი ოჯახის წევრები.

#31, #32, #33 – რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყანასთან დაკავშირებული ახალი კლასტერი. ერთ-ერთი იმყოფებოდა ბათუმში თვით-იზოლაციაში. მათთან არის კავშირში ასევე #34 შემთხვევაც.

(ინფორმაცია განახლებადია, ბოლო განახლება 17 მარტი 17:04)

ყველაზე ხშირად დაუბანელი ადგილები ხელის მტევნებზე

ხელები, ვურუსებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია. მათი დახმარებით ისინი ყველაზე ადვილად ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში.

როგორც აღმოჩნდა, ხელების დაბანის დროს შეცდომებს ხშირად ვუშვებთ და კონკრეტულად სად ვუშვებთ შეცდომებს, სამედიცინო ჟურნალებში დატანილ ამ ილისტრაციაზეც კარგად სჩანს:

სურათზე წითლად არის მონიშნული ხელის მტევნების ის უბნები, რომლებიც დაბანის დროს ყველაზე ხშირად რჩება დაუბანელი, ნარინჯისფრად აღნიშნულია ის ადგილები, რომლებიც ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვრჩება დაუბანელი, ხოლო ყვითლად მონიშნულია უბნები, რომლებიც იშვიათად, სიჩქარეში გვრჩება უყურადღებოდ.

ადამიანის თავის ტვინის ამოკვეთილი ნაწილი კიდევ 48 საათს ცოცხლობს

ფოტო: Amazon

ქალაქ სიეტლში (აშშ) ალენის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი ადგილობრივ ნეიროქირურგებთან ერთად, ადამიანის თავის ტვინის კვლევის განსხვავებული მეთოდზე მუშაობს.

 მკვლევარებმა, პაციენტებთან შეთანხმებით, თავის ტვინზე ჩატარებული ინვაზიური ოპერაციის შემდგომ ამოკვეთილი ტვინის უჯრედები შეისწავლეს და კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ტვინის ამოკვეთილი ნაწილი კიდევ 48 საათის განმავლობაში ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს.

  მკვლევართა ჯგუფს სათავეში ვაშინგტონის უნივერსიტეტის აფელირებული პროფესორი ედ ლეინი უდგას და მისი განცხადებით, თავის ტვინის შესწავლის მიზნით დღემდე არსებული მეთოდები, თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებული ცდები, არაეფექტურია.

  ედ ლეინის აზრით, ბოლო წლებში, მკურნალობის მეთოდების კვლევებმა ისეთ დაავადებებზე, როგორიც ალცჰეიმერი და პარკინსონის დაავადებებია, ნაყოფი ვერ გამოიღო. ამიტომ აუცილებელი ხდება კვლევები ჩატარდეს უშუალოდ ადამიანის ტვინზე, ამოკვეთიდან რამოდენიმე საათის ინტერვალში.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის ტვინში ბევრი განსხვავებული ტიპის უჯრედია, ვიდრე ცხოველურ მოდელებში, ადამიანის და თაგვის ტვინის უჯრედების ელექტრონული თვისებები და მათი ანატომია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან“ 

ამბობს ედ ლეინი

რაც შეეხება დოქტორ ლეინის მეთოდის პერსპექტივას, მას ლონდონის კრიკის ინსტიტუტის გენეტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ისინი თავის ტვინის კვლევის საკითხში ცხოველებს აქტიურად იყებენებენ  და  ადამიანის ტვინის საკვლევ მასალად გამოყენების ალტერნატივას სასაცილოდაც კი თვლიან.

პროფესორ რობინ ლოველ-ბეჯის განცხადებით, მართალია თაგვის და ადამიანის ტვინები სრულიად განსხვადებიან ერთმანეთისგან ფორმით, სიდიდით და სირთულით, ისინი უერთდებიან სხეულებს რომელებიც ასევე სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ადამიანის თავის ტვინიდან მოკვეთილი მასალა საერთოდ არ უერთდება არაფერს. ცოცხალ ცხოველებზე დაკვირვებით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების კონტროლი როგორიცაა გენეტიკა, სიმაღლე, ზომა, კვება და აშ. რასაც ადამიანის ტვინის გარკვეული ნაწილის 48 საათიანი კვლევა ვერ მოგვცემს.

  ბრიტანელი გენეტიკოსების კომენტარის პასუხად ედ ლეინმა განაცხადა, რომ მისი კვლევის მიზნები არასწორად იქნა გაგებული, ის არ მიიჩნევს ახალ მეთოდს ტვინის კვლევის უალტერნატივო მეთოდად და ის იმედოვნებს, რომ ორივე მეთოდი კომბინირებულად უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მხოლოდ ცხოველების მოდელზე დამყარებული კვლევები.

წყარო: BBC

ცხოველი, რომელიც ადამიანზე კორონავირუსის გადატანაშია ეჭვმიტანილი

უახლესი ვერსიით, პანგოლინი არის ის ცხოველი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანებზე გადამტანად სახელდება. მასზე კანონიერი გზით ნადირობა აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერების მიერ პანგოლინის ტრეფიკინგი ხშირია ჩინეთში, რადგან ეს ცხოველი იქ დელიკატესად ითვლება და არატრადიციულ მედიცინაშიც გამოიყენება.

ეს უცნაური ცხოველი სამხრეთ და ეკვატორულ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბუნებაში პანგოლინის 8 სახეობა არსებობს, ისინი ღრმა სოროებში ბინადრობენ და ძუძუმწოვრებს მიეკუთვნებიან. გარეთ, ძირითადად, ღამით გამოდიან. კარგად მოძრაობენ როგორც მიწაზე, ასევე ხეებზე.

პანგოლინის სხეულის სიგრძე 30-88 სმ-ია. კუდის სიგრძე ტანის სიგრძეს უდრის. ამ ცხოველების წონა 5-დან 27 კგ-მდე მერყეობს. იგი ნაცრისფერი შეფერილობის გახლავთ, თათები ბასრი ბრჭყალებით აქვს შემკული, რომელსაც მიწის ამოთხრისათვის იყენებს, სახე წინ წამოწეული აქვს. იგი საკმაოდ გრძელი ენის პატრონია, რომლის სიგრძე 40 სმ-ს შეადგენს. ამსიგრძე ენა რომ ამოძრაო შესაბამისი კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს, რომელიც ცხოველს მართლაც შთამბეჭდავად, მკერდის ფარიდან, კუდუსუნამდე აქვს განვითარებული.

პანგოლინები მარტო ცხოვრობენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან.

ფოტოები: National Geographic

წყარო: INDEPENDENT, INTERMEDIA

შესაძლოა, ნაკერის დასადებად ადამიანის კანი გამოიყენონ

ჭრილობის დროს ქსოვილთა სისხლიანი წესით შეერთების, ე.წ. ნაკერის დადების დროს, შეწოვადი და არაშეწოვადი საკერავი მასალის ნაცვლად, შესაძლოა ადამიანის კანის უჯრედებისგან დამზადებული მასალა გამოიყენონ.

ფრანგი მკვლევარები უკვე მუშაობენ ხელოვნური ძაფის უფრო ეფექტური, ბუნებრივი ძაფით ჩანაცვლებაზე. მათი თქმით „ადამიანის ტექსტილი“-ს შესაკერ მასალად გამოყენება ბევრად გაამარტივებს პროცესს და მთელ რიგ სამედიცინო პროცედურებს აგვარიდებს თავიდან.

როგორც წინასწარ არის ცნობილი, ახალი თაობის ძაფი, არსებულთან შედარებით, იქნება გაცილებით მყარი და ასევე მასპინძელ სხეულთან ბუნებრივად ინტეგრირებადი.

ამ ეტაპზე ქირურგიული პაციენტების შინაგანი და გარე ჭრილობების შესაკერად, გამოიყენება ნატურალური და სინთეზური ძაფები. ძირითადად, რბილი ქსოვილები (კანი და აპონევროზი) იკერება აბრეშუმის ან კაპრონის ძაფით და კეტგუტით.

წყარო: CNN

ადამიანის ორგანიზმის საშუალო ტემპერატურის სტანდარტი იცვლება

ფოტო: CC0 Public Domain

დაახლოებით 150 წლის წინ, გერმანელმა ექიმმა კარლ ვუნდერჰილმა 25 000 პაციენტზე დაკვირვების შედეგად გააანალიზა მილიონჯერ გაზომილი ტემპერატურა, გაითვალისწინა ის ფაქტორებიც, რომ ადამიანის სხეულის სხვადასხვა ადგილებში ტემპერატურა ოდნავ განსხვავებულია  და დაადგინა, რომ ადამიანის ტემპერატურის საშუალო ნორმა არის 98.6 ფარენჰეიტი (37 ცელსიუსი). ეს შედეგი მრავალ გამოცემაში დაიბეჭდა და ასე დამკვიდრდა მსოფლიო სტანდარტად.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განიცდის ევოლუციურ ცვლილებებს, თანამედროვე მეცნიერების აზრით, მართალია გერმანელი ექიმი თავის დროზე არ ცდებოდა, მაგრამ დღევანდელ რელობაში 37 °C  ნორმაზე მაღალია.

ამიტომ სტენდფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევებმის შედეგად, შეიცვალა ორგანიზმის საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი. მათი დასკვნით, ამიერიდან ადამიანის ორგანიზმის საშუალო ტემპერატურა 97.5 ფარენჰეიტია (36.4 ცელსიუსი).

ამ ეტაპზე ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურის დამკვიდრებული სტანდარტი ასეთია:

ნორმა: 36.5–37.5 °C (97.7–99.5 °F)

ცხელება: >37.5 or 38.3 °C (99.5 or 100.9 °F)

ჰიპოთერმია: <35.0 °C (95.0 °F)

წყარო: MEDICAXPRESS

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ციფრებში

ფოტო: Washington Post

31 იანვრის მონაცემებით, გლობალურად 9831 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. რაოდენობა ბოლო 3 დღეში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

ფატალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა ჩინეთის ტერიტორიის გარეთ. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობით ასეთი შემთხვევების რიცხვია- 213. აქვე აღვნიშნავ, რომ სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი არის 2%-ზე ოდნავ მეტი, რაც გაცილებით ნაკლებია სხვა აქამდე გავრცელებული რესპირატორული კორონავირუსების სიკვდილიანობის მაჩვენებელთან შედარებით. მაგალითად, კორონავირუსმა SARS დაინფიცირებულების 10% შეიწირა, ხოლო კორონავირუსმა MERS – 35%

გავრცელების სიხშირის მაჩვენებელი (RO) – 2.0-3.6 – ეს ციფრები არის ვირუსის გადადების ალბათობის მაჩვენებელი, თუ რამდენ ადამიანს გადასცემს ვირუსს ერთი ადამიანი. როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ზე დაბლა ჩამოვა, ვირუსის გავრცელება უკან დაიხევს. ჯერ-ჯერობით ეს ციფრი ზრდადია.

შედარებისთვის, ჩვეულებრივი გრიპის Ro არის 1.3, ხოლო სხვა კორონავირუსის SARS-ის მაჩვენებელი პიკის დროს (2002 ნოემბ.- 2003 ივლ) 2.0 იყო.

ინკუბაციის პერიოდი – 2-14 დღე

ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსმა შეაღწია – 22

ინფიცირებულების ასაკი ჩინეთის მაგალითზე – 2-დან 72 წლამდე, საშუალო ასაკი 45 წელი

დაინფიცირებულების 71% არიან მამაკაცები

რისკები – დაინფიცირების რისკი აქვს ყველას, ხოლო ლეტალური შემთხვევები დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა ინდივიდუალურ რისკ ფაქტორებზე.

ზოგადი ციფრებით, ყოველ წელიწადს მსოფლიო მასშტაბით სეზონური გრიპის გართულებით დაახლოებით 290 000 – 650 000 ადამიანი იღუპება. ბოლო დღეებში დაფიქსირებული ციფრები – 24 საათში 795 – 1781 ლეტალური შემთხვევა – შეესაბამება სხვა წლებში დაფიქსირებული სეზონური გრიპის ლეტალურ შედეგების მედიანას.

საქართველოში ჯერ-ჯერობით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვირუსისგან თავის დაცვის რჩევები ნახეთ ჩემს პოსტში – როგორ ვრცელდება ვირუსი და როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ მონაცემებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალყური სწრაფად განახლებადი საიტიდანWorldometersinfo

წყარო: WASHINGTONPOST , WORLDOMETERSINFO

როგორ ვრცელდება ვირუსი და როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

უჰანის კორონავირუსის ადამიანის მიერ ადამიანზე გავრცელების მიზეზები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, თუმცა მსგავსი ვირუსები ვრცელდება ინფიცირებულის დახველებით ან დაცემინებით და ამ შემთხვევაშიც პრევენციის მთავარ მეთოდად ისევ ხელების დაბანა რჩება.

როგორ ვრცელდება ვირუსი?

როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ის თავისი ორგანიზმიდან გამოყოფს ნერწყვის ლორწოვან წვეთებს, რომელიც შესაძლებელია შეისუნთქოს ან ხელით მიიტანოს სახემდე სხვა ადამიანმა. ზოგიერთი სამედიცინო ინსტრუქციის თანახმად, დაინფიცირებული ადამიანისგან 6 ნაბიჯის ინტერვალია საჭირო, რომ წვეთებმა ვერ მიაღწიოს ჯანმრთელ ადამიანამდე. ფიზიკის კანონების გათვალისწინებით, ზუსტად 6 ნაბიჯი ყოფილა ორგანიზმიდან გამოსროლილი წვეთების, მიწაზე დალექვამდე, ჰაერში მოგზაურობის მაქსიმალური მანძილი.

როდესაც დავირუსებული წვეთები ისეთ ზედაპირზე ილექება, როგორიცაა ტრანსპორტის სავარძლები, სკოლის მერხები და სხვა, შეხების დროს ჯანმრთელი ადამიანი შესაძლებელია ადვილად დაინფიცირდეს. თუმცა ვირუსის გადადების ეს გზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ცოცხლობს ვირუსი ზედაპირზე. პრაქტიკაში ვირუსების გადარჩენის დრო ვარირებს საათიდან თვეებამდე და რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, როგორც ცნობილი გახდა ის ჰაერში მხოლოდ 2 საათი ცოცხლობს, ხოლო მისთვის ხელსაყრელ, ზოგ პირობებში, შეიძლება მაქსიმუმ 8 საათი გაძლოს;

ცნობილია, რომ გრიპი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 5-დან 7 დღემდე, ხოლო ბავშვებს შეუძლიათ ვირუსის გადამდებები იყვნენ ბოლომდე – სიმპტომების გაქრობამდე. ახალ კორონავირუსთან მიმართებაში ეს საკითხი ჯერ-ჯერობით გარკვეული არ არის.

როგორ დავიცვათ თავი?

დაიბანეთ ხელები ხშირად. ხელით თუ საეჭვო ზედაპირებს შეეხეთ, შეეცადეთ დაბანამდე  სახესთან არ მიიტანოთ. დაიბანეთ ხელები სუფთა, გამდინარე წყლით და საპნით, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელების ზედა მხარე, თითებს შუა ადგილები და ფრჩხილების უკანა ღია ნაწილები.

გაიკეთეთ პირბადე, თუმცა პირბადე წვრილი ნაწილაკებისგან მაინც არ გვიცავს და ასევე, ზოგიერთი ვირუსი თვალების მეშვეობით აღწევს ორგანიზმში და ასეთ დროს პირბადე ცხადია, ვეღარ დაგვიცავს.

თუ ვირუსის ეპიცენტრიდან ჩამოხვედით, დარჩით სახლში 14 დღის განმავლობაში. იგივენაირად, მოერიდეთ ასეთ ადამიანთან კონტაქტს 2 კვირის განმავლობაში.

ასევე ნახეთ – კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ციფრებში

წყარო: THE GUARDIAN

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

რა ტიპის ვირიუსთან გვაქვს საქმე?

ჩინეთში გავრცელებული ვირუსი არის ე.წ. კორონავირუსი (CoV), რომელიც აერთიანებს ცხოველებიდან ადამიანზე გადამტანი ვირუსების ოჯახს და იწვევს დაავადებას ჩვეულებრივი გაციებიდან მწვავე რესპირატორული სინდრომის მქონე პნევმონიამდე. ახალ კორონავირუსს მიენიჭა შტამი nCoV.

აღნიშნული კორონავირუსი, ისევე როგორც სხვა რამდენიმე კორონავირუსი, აქამდე არ გადადიოდა ცხოველიდან ადამიანზე, თუმცა ვირუსმა განიცადა მუტაცია და გადავიდა ადამიანზეც.

გავრცელების წყარო

ახალმა ვირუსმა, რომელსაც wuhan coronavirus შეარქვეს, 2019 წლის შუა დეკემბერში დაიწყო გავრცელება ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ ვუჰანში, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ზღვის პროდუქტების და ცხოველების ბაზარია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე იყიდება სხვადასხვა ჯიშის ცოცხალი ცხოველები, მათ შორის ველური ჯიშებიც და სწორედ აქ დაფიქსირდა პირველი შემთხვევა და ჯერ-ჯერობით ითვლება ერთადერთ კერად.

ვირუსის მიმდინარე შედეგები

2020 წლის 22 იანვრის მონაცემებით ვირუსით დაინფიცირების 440 შემთხვევა და მწვავე პნევმონიის შედეგად 9 ლეტალური შემთხვევა არის დაფიქსირებული.

 ვირუსთან ბრძოლის მეთოდები

WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) დღეს შეიკრიბება საკითხის გადასაწყვეტად. განიხილავენ არის თუ არა ვირუსი საგანგაშო და რა ზომები უნდა მიიღონ მის წინააღმდეგ.

რადგან ვირუსი განიცდის მუდმივ მუტაციას, ჯერ-ჯერობით მისი დასამარცხებლი პირდაპირი პრეპარატი არ არსებობს. რაც შეეხება ვაქცინას, მუშაობა დაწყებულია, თუმცა მინიმუმ 1 წელი დასჭირდება მის სრულყოფას.

ვირუსის გავრცელების არეალი

გუშინ, 21 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსის ფაქტები დარეგისტრირდა ასევე სამხრეთ კორეაში, ტაილანდში და იაპონიაში. აგრეთვე ერთი საეჭვო შემთხვევა ავსტრალიაშიც იქნა აღმოჩენილი. (Update: 23 იანვარს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც).

ვინაიდან, ჩინეთი მსოფლიო მიგრაციის უმსხვილესი კვანძია დედამიწაზე, იანვარში და თებერვალში მოსალოდნელია ასეულობით მილიონი ადამიანს ცირკულაცია ჩინეთის ტერიტორიაზე, რომლებიც გადაადგილდებიან სხვადასხვა ტრანსპორტით, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა A ტიპის განგაში (ისევე როგორც 2009 წელს H1N1 ვირუსის დროს). ცხადდება კარანტინი გარკვეულ ადგილებში და თითქმის ყველა აეროპორტში ამოწმებენ მგზავრებს ვირუსზე.

არის თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხე?

საქართველოს დაავადაბეთა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვირუსის ჩვენთან შემოტანის რისკი ძალიან მინიმალურია, მხოლოდ თეორიული“, მისი განმარტებით, ვირუსის საქართველოში ჩამოტანის რისკებს ამცირებს ის ფაქტი, რომ ჰუბეის პროვინციიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში არ არის. თუმცა კვირაში ორჯერ სრულდება რეისები დედაქალაქ პეკინის მიმართულებით, რომელიც შემოწმდება აეროპორტში.

წყარო: CNN