კოსმოსურ ხომალდებად ქცეული ყოველდღიური მოხმარების საგნები

Eric Geusz არის ის მხატვარი და დეველოპერი, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ნიჭს და ფანტაზიას არ უჩივის. თუნდაც იმიტომ, რომ მას ყოველდღიური მოხმარების ნივთების ინსპირაციით ასეთი საინტერესო ნამუშევრებს შექმნა შეუძლია:

წყარო: Eric Geusz

„ჯულიეტას ძებნისას“ – Pirelli-ის 2020 წლის კალენდარი

უკვე 56 წელია კომპანია Pirelli საბურავების წარმოების გარდა, ცნობილია თავისი ყოველწლიური თემატური კალენდრებით. ყოველი წლის ბოლოს კომპანია უშვებს მომდევნო წლის კალენდარს, რომელიც წლიდან წლამდე უფრო საინტერესო და ორიგინალური ხდება.

წელევანდელი კალენდრის თემატიკა იყო შექსპირის ეპოქა და ემა ვოტსონის, კრისტენ სტიუარტის და სხვა ცნობილი ქალბატონების ფოტოებზე იმუშავა ფოტოგრაფმა პაოლო როვერსმა.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებია კომპანია ცდილობს იყოს ორიგილნალური, ჩემი აზრით, Pirelli-ს 2020 წლის კალენდარი მაინც ყველაზე გამორჩეულია. თუნდაც იმიტომ რომ მასში არ არის ზედმეტი გლამური, სიკეკლუცე და სექსუალურობა. ფოტოგრაფის მცდელობამ, გადაეღო უბრალო, გულწრფელი ფოტოები, გარკვეულწილად მიზანს მიაღწია . ის ზუსტად ამის გამო იმსახურებს შექებას იმ სამყაროში, სადაც ადამიანებს სურათებში საკუთარი  თავი  სურთ დაინახონ მხოლოდ ლამაზები, სიმპატიურები და არა მაგალითად, საყვარლები, კეთილები ან ჭკვიანები.

Emma Watson

Kristen Stewart
Claire Foy
Mia Goth
Chris Lee
Indya Moore
Rosalía
Stella Roversi
Yara Shahidi
Emma Watson