ცხოველი, რომელიც ადამიანზე კორონავირუსის გადატანაშია ეჭვმიტანილი

უახლესი ვერსიით, პანგოლინი არის ის ცხოველი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანებზე გადამტანად სახელდება. მასზე კანონიერი გზით ნადირობა აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერების მიერ პანგოლინის ტრეფიკინგი ხშირია ჩინეთში, რადგან ეს ცხოველი იქ დელიკატესად ითვლება და არატრადიციულ მედიცინაშიც გამოიყენება.

ეს უცნაური ცხოველი სამხრეთ და ეკვატორულ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბუნებაში პანგოლინის 8 სახეობა არსებობს, ისინი ღრმა სოროებში ბინადრობენ და ძუძუმწოვრებს მიეკუთვნებიან. გარეთ, ძირითადად, ღამით გამოდიან. კარგად მოძრაობენ როგორც მიწაზე, ასევე ხეებზე.

პანგოლინის სხეულის სიგრძე 30-88 სმ-ია. კუდის სიგრძე ტანის სიგრძეს უდრის. ამ ცხოველების წონა 5-დან 27 კგ-მდე მერყეობს. იგი ნაცრისფერი შეფერილობის გახლავთ, თათები ბასრი ბრჭყალებით აქვს შემკული, რომელსაც მიწის ამოთხრისათვის იყენებს, სახე წინ წამოწეული აქვს. იგი საკმაოდ გრძელი ენის პატრონია, რომლის სიგრძე 40 სმ-ს შეადგენს. ამსიგრძე ენა რომ ამოძრაო შესაბამისი კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს, რომელიც ცხოველს მართლაც შთამბეჭდავად, მკერდის ფარიდან, კუდუსუნამდე აქვს განვითარებული.

პანგოლინები მარტო ცხოვრობენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან.

ფოტოები: National Geographic

წყარო: INDEPENDENT, INTERMEDIA

ლუდის ქილამ, სამ წლიანი განშორების შემდეგ, ქალი თავის ძაღლს შეახვედრა

2017 წლის მაისში, აიოვას შტატში, მონიკა მეტისის ძაღლი ჰეზელი სახლიდან გაუჩინარდა. სამ წლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, მაშინ როდესაც მონიკას ყველა იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა, შემთხვევით სოციალურ ქსელში, ლუდის ქილის რეკლამაში ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი და მაშინვე დაუკავშირდა ლუდსახარშ კომპანიას.

როგორც გაირკვა, ქალაქ ფლორიდაში, ლუდსახარში კომპანია Motorworks Brewing, ძაღლების თავშესაფარს ახალი პატრონის მოძიებაში ეხმარებოდა და ამ მიზნით ლუდის ქილებზე ბენეფიციარი ძაღლების გამოსახულებებს ბეჭდავდა.

კომპანია ცნობილია უპატრონო ცხოველების თავშესაფრებთან მსგავსი CSR საქველმოქმედო თანამშრომლობით, თუმცა პატრონის მიერ თავისი ძაღლის პოვნა პირველი და ორმაგად სასიხარულო ფაქტია.

მონიკა მეტისმა თავშესაფარს უკვე წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და სულ მალე ჰეზელს მინესოტაში, თავის სახლში დააბრუნებს.

წყარო: BBC

სელაპი და ტაქსა დამეგობრდნენ

ბევრ ჩვენგანს შეუძენია მეგობრები მოგზაურობის დროს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თურმე ასეთ დროს კონტაქტურები მხოლოდ ადამიანები არ ვართ.

ეს პატარა საყვარელი ტაქსა სახელად სტენლი, ახლახან თავის ადამიანთან ერთად კორნუოლში წავიდა სამოგზაუროდ (კორნუოლი ნახევარკუნძულია დიდ ბრიტანეთში ბრისტოლის ყურესა და ლა-მანშს შორის) და იქ ნამდვილი სელაპების თავშესაფარი მოინახულა.

სტენლის თავშესაფარში ერთ-ერთი სელაპი, სახელად აილა დაუმეგობრდა.

აილა და სტენლიმ პირველივე შეხვედრით გამონახეს საერთო ენა და კამერების წინ ერთადაც იპოზიორეს.

ფოტოები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და ახალმა მეგობრებმა ხალხის (და სავარაუდოდ ცხოველების) დიდი სიყვარული დაიმსახურეს.

ფოტოები: Melanie Talbot