ცნობილი გახდა ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც ყველაზე მეტი სერიული მკვლელია დაბადებული

ფოტო:iStock by Getty/coldsnowstorm

ბრიტანელმა ნოველისტმა დევიდ ჯასპერმა, თავისი ახალი ტრილერისთვის The Clinic, ორი წლის განმავლობაში იკვლია ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების ზოდიაქოს ნიშნები.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯასპერის სიაში, რაოდენობით პირველ ადგილს კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ  (20 აპრილი-20 მაისი) დაბადებულები იკავებენ.

რაც შეეხება დღეებს, ყველაზე მეტი სერიული მკვლელი დაიბადა 24 აპრილს და 18 თებერვალს.

შეიძლება თუ არა ადამიანის დაბადების დღემ მართლა იქონიოს გავლენა მის პიროვნებაზე თუ ეს აღმოჩენა უბრალოდ დამთხვევაა, უცნობია. მაგრამ ვისაც ზოდიაქოსი გჯერათ, თქვენთვის ეს ამბავი შეიძლება გაფრთხილებაც იყოს.

წყარო: MIRROR

რატომ იღებენ მოზარდები არასწორ გადაწყვეტილებებს?

ფოტო: The Conversation

მოზარდები ხშირად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც უფროსებს სულელურად ან ექსცენტრიულად გვეჩვენება. ვბრაზდებით, რომ ჩვენი რჩევა-დარიგებები არ ჭრის და მათ საქციელს მათივე ხასიათს და გამოუცდელობას ვაბრალებთ.

რა ხდება სიმანდვილეში? ბავშვები განვითარების პროცესში კარგად ითვისებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რის შემდეგაც უმუშავდებათ გარკვეული უნარები, მათ შორის არის კარგის და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევის უნარიც. მაგრამ მიუხედავად ამ უნარისა მოზარდების მიერ გადაწყვეტილებების მიღება მაინც „ცივი“ და „ცხელი“ სიტუაციების ფაქტორებზე დაყრდნობით ხდება და ზუსტად ამიტომ, მათი ქმედებების ამოხსნას ბიოლოგიურ დონემდე მივყავართ.

ადამიანის ტვინზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ თავის ტვინის შუბლის წილი არ წყვეტს განვითარებას 23-25 წლამდე. ეს ნაწილი, სხვა ფუნქციებს შორის, პასუხს აგებს ადამიანის ემოციურ ქცევებზე, იმპულსებზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე და შედეგების გაანალიზებაზე.

ფოტო: ბიოლოგიის სახელმძღვანელო

ურთიერთკავშირს „ცხელ“ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებასა და ტვინის განვითარებას შორის, მეცნიერულ ენაზე ადამიანის ფსიქოსოციალურ სიმწიფე ჰქვია და დადგენილია, რომ ეს მარკერი 12-17 წლის ადამიანს ბევრად დაბალი აქვს ვიდრე 18-23 წლის ადამიანს და 24 წლის ზემოთ კი, გაცილებით მაღალია ვიდრე 18-23 წლის ასაკში.

სწორედ ამ ფაქტორით აიხსნება თინეიჯერების მიდრეკილება სარისკო ქცევების მიმართ, მათ მიერ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, მოკლევადიან მოგებებზე კონცენტრირება და სხვა მსგავსი ქმედებები.

ხშირ შემთხვევაში ამ ასაკში გაკეთებული „ცუდი არჩევანი“ ადამიანის განვითარების  ნაწილია და ნორმალურია თუ ადამიანი ისწავლის საკუთარი შეცდომების ხარჯზე. მაგრამ ნებისმიერი მშობელის ვალდებულებაა არ მოდუნდეს და დაიცვას შვილი სერიოზული და არაკანონიერი შედეგებისგან.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ვიყოთ ჩვენს შვილებთან ახლოს, მოვიოპვოთ მათი ნდობა, რომ გავხდეთ მათი მრჩეველი გადაწყვეტილებების მიღებაში. ავუხსნათ, როგორ უნდა შეძლონ „ცხელ“ სიტუაციებში დროებით უკან დახევა და გარიდება, თუნდაც აბაზანაში შევლით, ან ტელეფონზე დარეკვით ან ჰაერზე გასვლით და ჩასუნთქვით. ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დახმარება გვთხოვონ. ასევე შეგვიძლია შვილთან დისკუსია მოვაწყოთ რომელიმე არჩევანის ირგვლივ, განვიხილოთ მისი შედეგები ერთად და კიდევ სხვა ბევრი ხერხია მოზარდთან გახსნილი ურთიერთობის დამყარების. მთავარი აქ მაინც ის არის, რომ არ უნდა მოვთხოვოთ მოზარდებს ის უნარები, რაც ბიოლოგიურად ჯერ კიდევ არა აქვთ მინიჭებული და შევეცადოთ რთულ სიტუაციებში გავუგოთ და ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ.

ფოტო:shutterstock

წყარო: THE CONVERSATION

თუ გსურთ ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოთ, ისწავლეთ თქვათ „არა“

ჩვენ ბავშვობიდან გვაჩვევენ ალტრუიზმს, როგორ უნდა ვუპასუხოთ თხოვნას დადებითად და როგორი კარგი გოგოები და ბიჭები ვიქნებით თუ ყველას დავეხმარებით. ვიზრდებით „დედას პატარა დამხმერეები“ და ვერ ვაცნობიერებთ ეს “მავნე” ჩვევად როგორ გვექცა. თხოვნის საპასუხოდ ვეღარ ვიღებთ ცივ გადაწყვეტილეებებს, სწრაფად ვერ ვაანალიზებთ რამდენად მიზანშეწონილია დათანხმება და ინსტინქტურად ვთანხმდებით, რასაც შემდეგში ხშირ შემთხვევაში, ვნანობთ.

ჩვენ ისე ვეჩვევით „კი“-ს თქმას და სხვების გახარებას, რომ არ ვფიქრობთ ჩვენ თავად რა გვინდა ან რა მოთხოვნილებები გავქვს და თუ ეს ხშირად ხდება, საკუთარი პრიორიტეტები განზე გვრჩება. საბოლოოდ, ვერ ვასწრებთ იმის გაკეთებას რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუ კარგად დავფიქრდებით, მივხდებით, რომ აუცილებელი არ არის სხვისი დადებითი განწყობის დასამსახურებლად ნებისმიერ თხოვნაზე დავთანხმდეთ. თუ უარს იტყვით, ამით სულაც არ დაკნინდებით სხვის თვალში და მეტიც, თუ წარმატებული ადამიანების რჩევებს გადავხედავთ, “არა”-ს თქმა წარმატებასთანაც კი აღმოჩნდება კავშირში.

მაგალითად, ბიზნესმენი და ბლოგერი ჯეიმს ალტუშერი თავის წიგნში The Power of No წერს – “თუ შენ ამბობ „კი“-ს საქმეზე, რომლის გაკეთების სურვილი არ გაქვს, აი შედეგი – შენ გეზიზღება ის, რასაც აკეთებ, განაწყენებული ხარ იმ ადამიანზე ვინც ამ საქმის გაკეთება გთხოვა და ამ დროს სასტიკად ბრაზდები საკუთარ თავზეც“

ამიტომ უფრო კარგად დაფიქრდით და მიიღეთ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება თხოვნაზე, მართლა შეგიძლიათ თუ არა სხვისი საქმე აიღოთ საკუთარ თავზე? წარმოიდგინეთ, უარის თქმის შემთხვევაში როგორ გამოიყენებდით იმ თავისუფალ დროს ან რესურსს.

თუ მაინც გაგიჭირდებათ „არა“-ს თქმა, ყოველთვის გახსოვდეთ ასევე ცნობილი ბიზნესმენის, უორენ ბაფეტის სიტყვები „წარმატებული ადამიანები თითქმის ყველაფერზე ამბობენ „არა“-ს“ . დაიმახსოვრეთ, რომ „არა“-ს თქმა გაძლევთ საშუალებას თქვათ „კი“ იმაზე რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. შედეგად მიიღებთ მეტ ზრუნვას საკუთარ თავზე, მეტ დროს საკუთარ ბავშვებთან, მეტ საშუალებას იმუშაოთ სასურველ პროექტზე, მეტ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მიეცით მეტი შესაძლებლობა თქვენს „არა“-ს არ დაახშოთ და გამოუშვით გარეთ.

წყარო: THEGUARDIAN

გადადებული საქმეები და ჩვენი წილი პროკრასტინაცია თანამედროვე სამყაროში

 მე ვარ ხატია და სულ ახალახან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მომზადების დროს, სამწუხაროდ, აღმოვაჩინე რომ ვარ პროკრასტინატორი. იმიტომ, რომ პროექტისთვის მქონდა 20 დღე და წერა დავიწყე „დედლაინამდე“ მხოლოდ ერთი დღით ადრე. ამბავი მართლა სამწუხარო იქნებოდა, რომ არა მისი გაგრძელება, რომლსაც აუცილებლად მოგიყვებით და მანამდე შევეცდები ავხსნა რასთან მქონდა საქმე:

 პროკრასტინაცია – არის პრობლემა თანამედროვე ცხოვრების – ჯერ ყველაფერს ვდებთ და მერე ვჩქარობთ რომ ეს ყველაფერი მოვასწროთ ბოლო წუთებში. ის არის ხაფანგი, სადაც ბევრი ჩვენგანი ხვდება ჩვენდაუნებურად. მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, ამ ხაფანგის მსხვერპლი კაცობრიობის 95%-ია და ეს რატომღაც ყველასთვის დამამშვიდებელი ციფრია, იქიდან გამომდინარე რომ ადამიანების უმრავლესობას ყოველთვის ურჩევნია იყოს უმრავლესობაში.

  მაგრამ მე მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე პრობლემა, დავიწყე კვლევა, შევეცადე მომეძიებინა მეტი ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ და გამეაზრებინა რატომ მოხდა ასე. ის პროექტი იყო რთული, მაგრამ იყო საკმაოდ საიტერესო ჩეთვის, ჰო და აბა რაშია საქმე?

დროის მენეჯმენტის არქონაში?

პროკრასტინაცია –  დროსთან მუშაობის არცოდნაზე უფრო ემოციებთან მუშაობის არცოდნაა. ამიტომ პროკრასტინაციის გადასალახად აუცილებელია ვმართოთ ჩვენი ნეგატიური განწყობა, რომელსაც იწვევს შესასრულებელი საქმისადმი წინასწარი დამოკიდებულება. მაგალითად, როგორიცაა  ნერვიულობა, იმედგაცრუება, წყენა, თავდაჯერებულობის არქონა, სუფთა ფურცლის შიში, მარცხის შიში და ა.შ..

პროკრასტინაცია იგივეა რაც სიზარმაცე?

  არა, ის ხშირად ასოცირდება სიზარმაცესთან, მაგრამ სულ სხვა მოვლენაა.  სიზარმაცისგან განსხვავებით პროკრასტინაცია არის აქტიური პროცესი. ამ დროს ჩვენ ვირჩევთ სხვა საქმეს და არა უსაქმურობას და აპათიას.

  მაგრამ მოდი ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში – პროკრასტინაციის შედეგად შედარებით რთული დავალების ნაცვლად  ჩვენ ვირჩევთ უფრო სასიამოვნო და მარტივ საქმეს. თუმცა ამ არჩევანით სიამოვნებას ვერ ვიღებთ, რადგან მუდმივად გვაწუხებს დანაშაულის გრძნობა გადადებული საქმის წინაშე. გვაქვს დროის მუდმივი უკმარისობა. ზოგჯერ გვრცხვენია საკუთარი თავის და ამ ყველაფერმა შეიძლება პროდუქტიულობის დაცემამდე  და მოტივაციის დაკარგვამდე მიგვიყვანოს. უარესი, საქმის მუდმივად გადადების ჩვევა, შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული შედეგების მომტანი როგორიცაა  ქრონიკული აშლილობა, მუდმივი სტრესი, შფოთვა და დეპრესიაც კი.

თუ თქვენ ისევ თვლით, რომ მყარად ხართ 5%-ან უმცირესობაში, იყავით საკუთარ თავთან გულწრფელები:

ელოდებით განწყობას და ხასიათს საქმის გასაკეთებლად? –  თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

საქმის დაწყებამდე გაქვთ რიტუალური დაუსრულებელი „მოსამზადებელი პერიოდი“? – თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

თვლით, რომ გასეირნება შველის იდეების გენერირებას? – დიახ, თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

მაინცდამაინც ამ დროს გახსენდებათ გადადებული დაბალპრიორიტეტიანი წვრილმანი საქმეები?  – რა თქმა უნდა, თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

ჯდებით თუ არა საქმის გასაკეთებლად, მაშინვე გინდებათ ჩაი, ყავა, სიგარეტი? – თქვენ პროკრასტინატორი ხართ! და ასე შემდეგ, სია დიდია.

  რა თქმა უნდა მე არ ვცდილობ თავი უხერხულად გაგრძნობინოთ და კუთხეში დაგაყენოთ, მე უბრალოდ ჩემს აზრებს გიზიარებთ და გეხმარებით პირველი ნაბიჯის გადადგმაში.

 მე კი, მას შემდეგ რაც გადავდგი აღიარების პირველი ნაბიჯი, მივაყოლე მეორეც – მიზეზების ძებნა. მიზეზის გარკვევა მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმისთვის, რომ დამედგინა, ნამდვილად მოსაწყენად და არასასიამოვნოდ ვთვლიდი კონკრეტულ საქმეს, წარუმატებლობის მეშინოდა თუ უფრო რთულად იყო საქმე და უკვე ჩემს ტვინს ქრონიკულ ჩვევაში ქონდა გადასული იმის გადადება რაც მნიშვნელოვანია? – ჩემს შემთხვევაში ეს უკანასკნელი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა.

 ანალიზს მოყვა მესამე ნაბიჯი – „ბრძოლა“. ყველამ ვიცით, რომ ჩვევის, ტვინში ღრმად ჩამაგრებული ქცევის მოდელის, ასე აღება და წაშლა ძალიან რთულია. ჩვევა ქრება მაშინ როდესაც ომს ვუცხადებთ და ვებრძვით ბოლომდე, სანამ არ დავამარცხებთ. პრაქტიკაში ჩვევის დასამარცხებლად შევარჩიე რამდენიმე სტრატეგია, რამაც ჩემს შემთხვევაში ეფექტურად იმუშავა და ჩემი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.   

 ვისაც საქმის დაწყებამდე ეს სტატია შემოგეკითხათ, ამ შემთხვევაში გაგიმართლათ – შეგიძლიათ დღესვე გამოიყენოთ ჩემი გამოცდილება და გამოუცხადოთ ომი პროკრასტინაციას, ან შეგიძლიათ უბრალოდ გადადოთ ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი თვით, ან ერთი ან რამდენიმე წლით… არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზეა.

Vector Illustration Procrastination Lettering.

როგორ დავამარცხოთ პროკრასტინაცია?

პროკრასტინაცია, არის საქმის მუდმივად გადადების ჩვევა. ამ ჩვევის ხასიათზე და დეტალებზე ჩემს პოსტში ვისაუბრე. იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენ, რომ ხარ პროკრასტინატორი და გადაწყვეტ მასთან ბრძოლას, შეგიძლია ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს მიყვე:

პირველ რიგში, გადხედე შენს ორგანიზაციულ შესაძლებლობებს – რამდენად შეგიძლია ეფექტური გრაფიკის შედგენა. დაიმახსოვრე, რომ ორგანიზებულობა, არის პროკრასტინაციის დამარცხების თავი და თავი. დაიწყე დღე პირადი To do ლისტით, დააპრიორიტეტე რთული/ნაკლებად საინტერესო/მოსაწყენი საქმე და შემდეგ სხვა დანარჩენი. ამავე დროს დაპრიორიტეტებული საქმე გააკეთე სწრაფად, იმისთვის რომ დროულად მოიშორო თავიდან.

 აპატიე შენს თავს წარსულის ცოდვები – კვლევემბა აჩვენეს, რომ პატიება გაზრდის საკუთარი თავისადმი პოზიტიურ მიდგომას და შეამცირებს მომავალში საქმის გადადების ფაქტებს;

ჩაინიშნე დავალება – ჩაინიშნე ყველაზე თვალსაჩინოდ და მიუთითე დედლაინის გადმოწეული დრო, მაგალითად, 1 საათით ადრე, ან 1 დღით ადრე და აშ).

დაასაჩუქრე საკუთარი თავი – ყოველთვის, როდესაც რთულ დავალებას დროულად დაასრულებ, გაინებივრე თავი, თუნდაც – დიეტის დროს ნამცხვრთ.

სთხოვე ვინმეს გაკონტროლოს – თუ გყავს ახლობელი ადამიანი, შეგიძლია სთხოვო დახმარება. შემოწმებულია, გატესტილია – მსგავსი წნეხი მუშაობს!

მინიმუმამდე დაიყვანე ყურადღების გადამტანი ფაქტორები – ხმა გამოურთე ტელეფონს, გათიშე სოციალური ქსელი, ჩართულ ტელევიზორთან ახლოს არ დაჯდე და აშ.

 და ბოლოს, თუ თვლი რომ არაორგანიზებული ხარ, კიდევ რამოდენიმე რჩევას გაგიზიარებ:

to do ლისტში ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცის გამოყენებას, პირადად მე, ვუწევ დიდ რეკომენდაციას.

გაარკვიე დღის რა მონაკვეთში ხარ უფრო პროდუქტიული და ყველაზე რთული საქმე ყოველთვის ამ დროს დაამთხვიე;

დავალება დაყავი ნაწილებად და თითოეულ ნაწილს მიანიჭე დრო, რომელიც დაჭირდება შესასრულებლად, მას შემდეგ რაც დროს დააჯამებ, აღმოაჩენ, რომ საერთოდ არ გრჩება დრო სხვა საქმისთვის.

 აქვე ერთი რჩევაც: იმ შემთხვევაში თუ დავალება უინტერესოდ მოგვეჩვენა, შეგვიძლია მისი გადაფორმატირება – მისი მნიშვნელობის და რელევანტურობის მესამე თვალით შეფასება. თან თუ გავიხსენებთ, რომ ხშირად რთული და უინტერესო, მარტივად და საინტერესოდ გადატრანსფორმირდება-ხოლმე, შეგვიძლია ამ შემთხვევაშიც ვცადოთ, იქნებ ბოლო ბოლო მართლა არ არის ისეთი ცუდი ეს დავალება როგორიც გვგონია?

Concept of procrastination. Worker shelves his business. Flat vector illustration.

მეცნიერებს, ქრონიკული ტკივილის კვლევის საკითხში, სიახლეები აქვთ

ფოტო: ROBERT CLARK

უცნაურია, მაგრამ ტკივილის უნარი, კაცობრიობისთვის და ცხოველთა სამყაროსთვის, ბუნების საჩუქრად ითვლება. ტკივილი გვეხმარება გამოვიმუშაოთ ფიზიკური დაზიანებისგან თავის ასარიდებელი აუცილებელი რეფლექსები. ჩვენ განვიცადეთ ევოლუცია იმისთვის, რომ ტკივილის საშუალებით სხეულს მოეცა სიგნალი თვით-პრევენციისთვის და თავდაცვისთვის.

მაგრამ ტკივილი, რომელიც ქრონიკულ ხასიათს ატარებს დიდი ხანია მეცნიერებისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს. ქრონიკულ ტკივილად ითვლება ტკივილი, რომელიც მინიმუმ 3 თვე გრძელდება და მისი გამომწვევი მიზეზები ფიზიკური დაზიანება ან რომელიმე ავადმყოფობაა.

ამ ეტაპზე, ძლიერი ქრონიკული ტკივილის გამაყუჩებლი ერთადერთი გზა ოპოიდებია — ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ უშუალოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მდებარე ოპოიდურ რეცეპტორებთან დაკავშირება. ოპოიდები სტრუქრურულად ძალიან ჰგვანან მორფინს და შეიძლება ადამიანი დამოკიდებულებამდე ან აბსტინენტურ სინდრომამდეც კი მიიყვანონ.

ამიტომ მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ მიაკვლიონ მეთოდს, თუ როგორ შეიძლება ტკივილით მიყენებული ტანჯვის მართვა ყველაზე უსაფრთხო გზით და მოუძებნონ ოპოიდებს ყველაზე რელევანტური ალტერნატივა. ისინი იკვლევენ ტკივილის ბილოგიას და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ძვრები და მიღწევები შეინიშნება. მათ უკვე დეტალურად ახსნეს რა გზას გადის ტკივილის სიგნალი სენსორული ნერვებიდან ტვინამდე და როგორ იღებს ტვინი ტკივილის შეგრძნებას.

მეცნიერები ასევე ხსნიან კონკრეტული გენების როლს ტკივილის რეგულაციაში და არის იმედი, რომ რამოდენიმე სხვადასხვა მკვლევარის მიერ, პარალელურ რეჟიმში სისტემატიური დაკვირვება მიგვიყვანს ქრონიკული ტკივილის მკურნალობის ისეთ რევოლუციურ მეთოდებთან, როგორიცაა მაგალითად, ტვინის სტიმულაცია. სულ ახლახან ერთ-ერთ პერსპექტიულ სტრატეგიად სწორედ ეს მეთოდი დაანონსდა და ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს მისი ტესტირება. მეთოდი ითვალისწინებს შემდეგს – იმისთვის, რომ შეიცვალოს ტვინის მიმღებლობა ტკივილის მიმართ, მოხდება ტვინის სტიმულაცია რბილი ელექტროშოკებით და ტვინი შეძლებს საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი ტკივილის დასამარცხებლად.

გარდა ამისა, ფსიქოლოგები და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პლაცებოს ეფექტის სიღრმისეული ანალიზი და კვლევა. მათი აზრით ის საკმაოდ მძლავრ სისტემას ქმნის ტვინში. ასევე აქტიურად განიხილება რამოდენიმე კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიური საკითხი, მათ შორის ვირტუალური რეალობის ჰიპოთეზებიც კი.

წყარო: NATIONAL GEOGRAPHIC