SciSci – მეცნიერების მეცნიერება

ახლახან ინტერნეტში გადავაწყდი მსოფლიო უნივერსიტეტების პროფესორების საერთო კვლევას,  სადაც კარგად არის ახსნილი მეცნიერების არსი, მიზნები და ხასიათი.

„შიდა სამზარეულო“ რომ მოკლედ გადმოვცე – თურმე, მეცნიერული მიღწევების დინამიკა ეფუძნება 5 ძირითად მიღებულ პრაქტიკას:

  1. ტრადიციები, როგორც წესი, ამარცხებს ინოვაციებს

 თუ იდეა სრულიად ინოვაციურია, სავარაუდოდ, მას მზის სინათლე არ უწერია. დღევანდელი მოცემულობით, ინოვაციური იდეის აღიარებას რომ მიაღწიო, იდეა აუცილებლად უნდა მოათავსო დადგენილი და მიღებული პრაქტიკის კონტექსტში.

2. მეცნიერის ასაკი

  მეცნიერებაში მიღებულია, რომ აღმოჩენის გასაკეთებლად ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს ან ძალიან ახალგაზრდად ან ძალიან ასაკოვნად. დადგენილია, რომ ის პროდუქტიულია ნებისმიერ ასაკში.

3. გუნდი

აღმოჩნდა, რომ მცირე გუნდები, როგორც წესი, გამოირჩევიან მეტი რევოლუციური მიღწევით ვიდრე დიდი სამეცნიერო გუნდები, რომლებსაც რატომღაც მეტი აღიარება აქვთ.

4. აღიარება

ისევე როგორც ყველგან, მეცნიერებაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და თანაბარ თანაავტორებს შორის, ყველაზე მეტ სარგებელს იღებს ის, ვინც ყველაზე მეტად ცნობილი და აღიარებულია.

5. წინ წასვლის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი

დღევანდელ რეალობაში ფინანსდება არა ის დარგები, რაც დააჩქარებს მეცნიერების განვითარებას, არამედ ისინი რაც პოტენციურ ფინანსურ სარგებელს მოუტანს ინვესტორს. უკვე არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ არასწორი ინტერესები აფერხებს მეცნიერების განვითარებას და სწორი ინვესტიციების შედეგად მეცნიერება გაცილებით წინ იქნებოდა წასული ვიდრე არის ახლა.

წყარო: SCIENCEMAG

NASA ახალი თვითმავალი რობოტის სახელის შერჩევაში დახმარებას გვთხოვს

მარსის ექსპლოატაციის პროგრამის ფარგლებში, მორიგი მისიის (Mission 2020) შესასრულებლად, ნასა ახალ თვითმავალ რობოტს აგზავნის. წითელ პლანეტაზე მივლენილ რობოტს აქვს კონკრეტული დავალებები, რომელიც ითვალისწინებს საფუძვლიან კვლევას, ბოლოს და ბოლოს აქვს თუ არა მარსს ცოცხალი ორგანიზმის მიღების პოტენციალი.

მისია დაიწყება 2020 წლის ივლისში, მაშინ, როდესაც მარსი და დედამიწა თავიანთ ორბიტებზე ყველაზე ხელსაყრელ და ახლო პოზიციაში იქნებიან ერთმანეთთან. მანამდე კი თვითმავალ რობოტს, ე.წ. როვერს, სახელს მთელი დედამიწის მოსახლეობა შეურჩევს ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით, სადაც მსოფლიო მასშტაბით 28 ათასი სტუდენტის მიერ შეთავაზებული 9 საუკეთესო ვარიანტიდან გამარჯვებული მარტში გამოვლინდება.

ახალი რობოტი რიგით მეხუთე როვერი იქნება, რომელიც მარსზე დაიდებს ბინას (სსრკ-ს მიერ გაგზავნილი 2 რობოტი არ ითვლება, რადგან დაშვებისთანავე დაიკარგა). ერთ-ერთმა ბოლო როვერმა, opportunity-მ ყველაზე დიდი ხანი, 16 ნაყოფიერი წელი გაატარა მარსზე და 2019 წელს დაასრულა მისია. ხოლო ბოლო როვერი Curiosity 2012 წელს დაეშვა მარსზე და დღემდე გამართულად მუშაობს.

შეგასსენებთ, რომ ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე – Name The Rover Contest

სან-ფრანცისკოში წამოსაწოლი სამუშაო მაგიდები გამოუშვეს

ყველას გახსოვთ ალბათ ემა, ოფისში მომუშავე ადამიანის შემაძრწუნებელი ევოლუცია 20 წლის შემდეგ:

 შეუქცევადი პროცესის შესაჩერებლად, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ Altwork-მა, თავისივე შექმნილი საოფისე მაგიდის გაუმჯობესებული ვერსია გამოუშვა, რომელიც ოფისის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, არც მეტი არც ნაკლები, თან წელი გამართონ და თან იმუშაონ.

 კონსტრუქცია შედგება წამოსაწოლი სკამისგან, მაგიდისგან და 40 კილოგრამიანი ზამბარიანი კორპუსისგან, რომელიც ადგილზევე დაიჭერს მძიმე კომპიუტერულ ტექნიკას.

 მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ მაგიდის მოხმარებით ოფისის თანამშრომლები შეინარჩუნებენ ჯანმრთელობას და გაცილებით პროდუქტიულები გახდებიან.  

მოწყობილობა ხელმისაწვდომია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი ფასი 7 600 აშშ დოლარია.

წყარო: DAILY MAIL

თქვენი ჯანმრთელობისთვის შექმნილი 3 ნივთი, რომლის არსებობა უნდა იცოდეთ

3. მასაჟორი Lixada Akupressur-Set

Lixada Akupressur-Set არის ახალი თაობის მასაჟორი, ერთდროულად ხალიჩა და ბალიშიც, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს უძველეს აკუპრესურს და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

გვარწმუნებენ (რასაც მრავალი მომხმარებელი ადასტურებს) თუ მას დღეში მინიმუმ 15-20 წუთით გამოვიყენებთ, მოგვიხსნის ყველანაირ დაძაბულობას, ტკივილს კიდურების, კისრის და მხრების არეში, მნიშვნელოვნად გაგვიმუჯობესებს განწყობას და ჯანმრთელობას.

მისი შეძენა შესაძლებელია გერმანულ ამაზონზე 35.98 ევროდ

2.ჯანმრთელობის არაინვაზიური ანალიზატორი Xiaomi HiPee Smart Health Wizard White

სულ რაღაც 1 წუთიანი ტესტის შედეგად ანალიზატორი ადგენს ორგანიზმის მდგომარეობას 14 მარკერის საშუალებით. ამისთვის მხოლოდ საჭიროა ანალიზატორი მოათავსოთ შარდში და 60 წამში გაიგოთ თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა, ღვიძლის, პანკრეასის, ნაწლავების მდგომარეობა, არის თუ არა ანთებითი პროცესი ამ ორგანოებში, განსაზღვრავს გლუკოზის რაოდენობას შარდში, მეტაბოლიზმის ცირკულაციას და ცხიმის რაოდენობას. ანალიზის შედეგებს მოწყობილობა ბლუთუსით გზავნის თქვენს გაჯეტზე.

ნივთი ხემისაწვდომია გეარბესთზე 159.99 აშშ დოლარად.

1. Picooc-ის ჭკვიანი სასწორი

სასწორი უკავშირდება სმარტფონს, სადაც შეგიძლიათ დააინსტალიროთ აპლიკაცია როგორც Google Play-დან, ასევე App Store-დან. რის შემდეგაც აპლიკაცია ასინქრონებს და იმახსოვრებს სასწორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას თქვენი პარამეტრების შესახებ გრამების სიზუსტით და ყოველ ჯერზე აწონვის დროს გაძლევთ საშუალებას შეადაროთ მონაცემები რამოდენიმე პარამეტრით. მაგალითად, Picooc S3 Lite-ს შეუძლია საერთო წონის, კანქვეშა ცხიმის პროცენტული ოდენობის, მუცელზე და სხვა ადგილებში ცხიმის რაოდენობის, ნივთიერებათა ცვლის სიხშირის, სხეულის მასის ინდექსის, ძვლებში პროტეინის, ზოგადად პროტეინის, ბიოლოგიური ასაკის გამოთვლა და სხვა მონაცემების გაანალიზება 3 წამში. გამოთვლის შემდეგ აპლიკაცია ახდენს ინდივიდუალური ვარჯიშის გრაფიკის და კვების პროგრამის შემუშავებას.

პროდუქტი საუკეთესო საჩუქარია მათთვის ვინც ცდილობს ოცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით და ეს იქნება სხვა თუ საკუთარი თავი, არა აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო ნივთია.

სასწორი ამ ეტაპზე ბრიტანულ ამაზონზეა ხელმისაწვდომი და შეგიძლიათ 77 ევროდ შეიძინოთ.

გამოუვალ სიტუაციებში გამოსავალი შეიძლება რეზინის იხვმა გვაპოვნინოს

Rubber Duck Debugging

ამოცანის  შესრულების პროცესში, პროგრამისტებისთვის არსებობს ერთი უცნაური ხერხი – რეზინის იხვის მეთოდი.

მისი არსი ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ როგორც ამბობენ კარგად მუშაობს –  ადამიანი დებს სამუშაო მაგიდაზე სათამაშო იხვს და როდესაც რაიმე კითხვა უჩნდება, რომელზეც რთულია პასუხის გაცემა, უტრიალდება იხვს და უსვამს ამ კითხვას.

მიღებულია ის დაშვება, რომ კითხვის სწორი ფორმულირება შედგება, როგორც მინიმუმ, 50% სწორი პასუხისგან. ასევე ეს მეთოდი აძლევს ადამიანებს იაზროვნონ სწორი მიმართულებით.

მეთოდი წარმატებით გამოიყენება პროგრამის გაუმართაობის დროს. მაგალითად, თუ პროგრამის გარკვეული ნაწილი არ მუშაობს, პროგრამისტი ცდილობს აუხსნას იხვს, რას აკეთებს პროგრამის ყოველი კოდი და ამ პროცესში თავად პოულობს შეცდომას. 

მე, პირადად, აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა ბავშვის აბაზანის გარდა რეზინის ისხვს თუ ოდესმე სხვა დანიშნულებით გამოვიყენებდი, მაგრამ ძალიან საინტერესო ჩანს და ჩვეულებრივ ცხოვრებაში აუცილებლად ვცდი.

წყარო: მეთოდის შესახებ დეტალურად არის მოყოლილი წიგნში The Pragmatic Programmer