ნახშიროჟანგის შეწოვა და ჟანგბადის გამოყოფა ტანსაცმელსაც შეუძლია

ქსოვილი, რომელიც ატმოსფეროდან CO2-ს შეიწოვს, შეიძლება ერთგვარი გარღვევაც კი გახდეს კლიმატური პრობლემების მოგვარების საკითხში და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიუხედავად გარემოს დაბინძურებაში არსებული დიდი წილისა, ეკოლოგიაზე ფიქრი მოდის სამყაროსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სოკო და ანანასი – ეს ის ინგრედიენტებია, რომელის გაგონებისთანავე შეიძლება პიცა გაგახსენდეთ, მაგრამ ამჯერად ინგრედიენტები ბევრად სერიოზულ მიზნებს უკავშირდება და შესაძლებელია მათი (და არამარტო მათი) დახმარებით შეიქმნას მასობრივი მოხმარების ცოცხალი ქსოვილები, რომელებიც ჰაერის გაწმენდაში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

ამიტომ, არც ისე შორეულ მომავალში, ეტიკეტებზე შესაძლებელია წავიკითხოთ, რომ ქსოვილი დამზადებულია კაქტუსისგან, ან სულაც ბანანის ფოთლებისგან და ის შთანთქავს CO2-ს.

ლაბორატორიაში გამოყვანილი ბუნებრივი წყალმცენარეები

მეტიც, ლონდონური სტარტაპ კომპანია Post Carbon Lab აქტიურად მუშაობს წყალმცენარეების იმ ტიპებზე, რომლების დახმარებით შექმნილ ქსოვილს შეუძლია ფოტოსინთეზირება. სამოსზე იქნება დატანილი ცოცხალი წყალმცენარეების ფენა, რომელიც შთანთქავს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, ასევე მას შეეძლება ნახშირბადი აქციოს შაქრად.

Post Carbon Lab-ის თანადამფუძნებელი დაიან ლინ ჯეინი მიკროორგანიზმებისგან დამზადებული ქურთუკით, შესაბამისი წყალმცენარის პრინტით

როგორც კომპანიის თანადამფუძნებლი, დაიან ლინ ჯინი ამბობს, ერთი დიდი ზომის მაისურს შეეძლება გამოყოს თითქმის იმდენივე რაოდენობის ჟანგბადი, რამდენსაც გამოყოფს ერთი ექვსი წლის მუხის ხე.

სტარტაპ კომპანია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს დიზაინერებთან და ნამდვილად ღირს დიდი ინტერესით მივადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. აქვე ვიტყვი, რომ აქამდე ისეთი ბრენდები, როგორიცაა Hugo Boss, H&M და Mycotex, გარკვეულ კოლექციებში, ეკოლოგიური მიზნებით, ანანასის ფოთლებისგან დამზადებულ ტექსტილს იყენებენ. თუმცა წინ ახალი გამოწვევებია და საინტერესოა, რა ფორმით და რომელი ბრენდების თუ დიზაინერების ჩაერთვა მოხდება ახალ წამოწყებაში.

დიზაინერ შარლოტა მაკერდის მიერ შექმნილი სამოსი, რომელიც დამზადებულია სოკოს ტყავისგან და მიცელიუმისგან

ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივისგან განსხვავებით ასეთი ტანსაცმლის შენახვის წესი სპეციფიკურია, ბნელ კარადაში ამ სამოსს ვერ შეინახავთ, საჭიროა მისი მუდმივად განიავებად გარემოში მოთავსება. თუმცა ეს დისკომფორტი რა მოსატანია იმ გლობალურ დაბინძურებასთან, სადაც მსუყე წილი ტანსაცმლის სიჭარბეს უკავია. ზიანი რომ ციფრებში ავსახოთ, მხოლოდ ბრიტანეთში, წელიწადში 300 000 ტონა ტანსაცმელი ხვდება სანაგვეზე. ასევე მსოფლიო ტექსტილის ქარხნები წელიწადში 1,2 მილიარდ ტონა ნახშიროჟანგს გამოყოფენ, რაც ავიაკომპანიების და გადამზიდი კომპანიების მიერ ერთად გამოყოფილ ნახშიროჟანგზე მეტია.

წყარო: THE GUARDIAN

ჩინეთი ერთჯერადი მოხმარების პლასტიკურ საგნებს კრძალავს

ფოტო: BBC

ცნობილია, რომ ჩინეთი პლასტიკური საგნების მოხმარებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში და ამიტომ დედამიწის დაბინძურებაში საკუთარი წვლილის შესამცირებლად, ჩინეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 ჩენეთი თავის დიდ ქალაქებში 2020 წლის ბოლოდან კრძალავს არა-ბიოდეგრადირებადი ჩანთების და პარკების მოხმარებას, ასევე, ამავე წელს, კვების ობიექტებიდან მოხდება ერთჯერადი პლასტიკური საწრუპების ამოღება.  

შემუშავებული გეგმა 5 წლიანია და ეტაპობრივად 2025 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება გარკვეული ერთჯერადი მოხმარების პლასტიკური საგნების ხმარებიდან ამოღება.

ეს უკიდურესი ნაბიჯები დროული და აუცილებელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მრავალი წელია 1.4 მილიარდი მოქალაქის სამომხმარებლო ნარჩენები ჩინეთისთვის დიდი თავსატეხია. ქვეყნის უდიდესი ნაგავსაყრელი, რომელიც 100 სტადიონის ზომაა, უკვე გადავსებულია, რაც დათქმულ ვადაზე 25 წლით ადრე მოხდა.

 ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა აზიაში, სადაც მსგავსი პრობლემებია და სასწრაფო ზომებია მისაღები სამომხმარებლო ნარჩენების საკითხის მოსაგვარებლად. უკვე ტაილანდმა, ინდონეზიამ და მაიალზიამაც აღიარეს პრობლემა და დაიწყეს ქმედითი გემის შემუშავება.  

შეგახსენებთ, რომ პლასტიკური ნარჩენების ჭარბი წარმოების და გადამუშავების პრობლემა პლანეტის ნიადაგს,ზღვებსა და ოკეანეებს დიდ საფრთხეს უქმნის. მსოფლიო მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 260 მილიონ ტონა პლასტიკატის ნარჩენს უშვებს გარემოში და აქედან გადამუშავების მიზნით 30 პროცენტზე ნაკლების შეგროვება ხდება.

წყარო: BBC , PLASTIC POLLUTION

აზიური სასაფლაო სინგაპურში

მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ სინგაპურში კრემაცია ოფიციალურად შემოიღეს, დღევანდელი სასაფლაოები ასე გამოიყურება:

ფოტოს ავტორი: სოფია ლი კენჭიაშვილი