მოყვარულმა მკვლევარებმა ჩრდილოეთის ციალის ახალი ფორმა აღმოაჩინეს

ჩრდილოეთის ციალი, იგივე პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როდესაც მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში იჭრება. ნაწილაკები ძირითადად პოლუსებთან გროვდება და ურთიერთქმედებს ატმოსფერულ აირებთან – აზოტთან და ჟანგბადთან. ჩრდილოეთის ნახევარსფეროში არსებული ფენომენის სახელია Aurora Borealis, სამხრეთისაში კი – Aurora Australis. ალიასკა, ისლანდია, კანადა, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია ის ქვეყნებია სადაც ამ შესანიშნავი სანახაობის ნახვაა შესაძლებელი. სიხშირის პიკს კი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (მაშინ როდესაც დღე და ღამე უტოლდება ერთმანეთს) აღწევს.

აქამდე ჩრდილოეთის ციალის სამი ფორმა იყო ცნობილი:

  1. “Quiet Arcs” იგივე Active Aurora
ფოტო: Carl Donohue

2. Spirals

ფოტო: Patrick J. Enderes

3. Corona

ფოტო: Cristian Shartner

გამოცემა AGU Advances -ის ცნობით კი, სულ ახლახან, მეცნიერმა ენთუზიასტებმა კამერაზე ჩრდილოეთის ციალის აქამდე უცნობი ფორმა აღბეჭდეს, რომელიც ფიზიკოსმა მეცნიერ-მკვლევარებმა ქვიშის დიუნებს შეადარეს.

ფოტო: The Guardian

ბავშვის აღზდისთვის კარგი და ცუდი ქვეყნები დასახელდა

ზოგადად, ნებისმიერ გეოგრაფიულ ადგილზე ბავშვის აღზრდა  რთული პროცესია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი ზოგ ადგილებში უფრო მარტივია და ზოგან – რთული.

ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ქვეყნების გამოსავლენად 2020 წლის იანვარში CEOWORLD MAGAZINE-მა (აშშ) კვლევა ჩაატარა. რომლის ფარგლებში მსოფილო მასშტაბით 20 ათასი ადამიანი გამოიკითხა, სადაც გამოკითხულებს 73 ქყეყნისთვის 65 კატეგორიაში უნდა მენიჭებინათ შესაბამისი ქულები.

რეიტინგში პირველი ადგილი დანიამ დაიკავა, ხოლო ბოლო – ყაზახეთმა. 10-ეულში ვერ მოხვდა აშშ (მე-18 ), ვერც დიდი ბრიტანეთი (მე-11) და გერმანია (13).

რაც შეეხება საქართველოს, ის არ შეიყვანეს თავდაპირველ სიაში – 73 ქვეყანაში. სავარაუდოდ სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნიდან მხოლოდ აზერბაიჯანი შეარჩიეს, რომელიც ყველაზე ცუდი ქვეყნების ათეულში მოხვდა. ასე რომ, ამჯერად მორიგ დიდ იმედგაცრუებას ბეწვზე გადავურჩით.

ბავშვის აღზრდისთვის რეკომენდებული ქვეყნების 2020 წლის საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. დანია
  2. შვედეთი
  3. ნორვეგია
  4. კანადა
  5. ნიდერლანდები
  6. ფინეთი
  7. შვეიცარია
  8. ახალი ზელანდია
  9. ავსტრალია
  10. ავსტრია

ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე ცუდი ქვეყნების 2020 წლის ათეული ასეთია:

  1. ყაზახეთი
  2. ლიბანი
  3. გვატემალა
  4. მიანმარი
  5. ომანი
  6. იორდანია
  7. საუდის არაბეთი
  8. აზერბაიჯანი
  9. ტუნისი
  10. განა

იშვიათი ვარდისფერი ხმელეთის ლოკოკინა (ლოქორა)

გაიცანით ფლუორესცენტული ვარდისფერი გიგანტური ლოქორა, რომელიც მხოლოდ ავტრალიაში მდებარე ახალი სამხრეთ უელსის ჩამქრალი ვულკანის მიდამოებში ბინადრობს.

ფოტოების ავტორი: Michael Murphy

იშვიათი თეთრი ცისარტყელა დიდ ბრიტანეთში

უელსის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ გვინედში თეთრი  ცისარტყელა დაფიქსირდა.

 ამ იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენის ნახვა სამშაბათს დილით, კარდიგანის ყურის სანაპიროსთან იყო შესაძლებელი.

 ასეთი რამ დიდ ბრიტანეთში იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება და ადგილობრივები fogbow-ს ან cloudbow-ს უწოდებენ, რაც ჩვენს ენაზე, ალბათ, ითარგმნება როგორც რკალისებრი ნისლი ან მშვილდ-ღრუბელი. მოვლენას ზოგჯერ ცისარტყელა მოჩვენებასაც უწოდებენ.  

თეთრი ცისარტყელას წარმოშობა ზუსტად იგივე კონფიგურაციით ხდება, როგორც ფერადი –  ატმოსფეროში მზის სხივებისა და ტენიანობის ურთიერთქმედებით. თუმცა კლასიკურისგან თეთრი ცისარტყელა განსხვავდება იმით, რომ მზის მოპირდაპირე მხარეს, წვიმის წვეთები ნისლის ან ღრუბელის ნაწილაკებით არის გაჟღენთილი.

წყარი: BBC

აზიური სასაფლაო სინგაპურში

მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ სინგაპურში კრემაცია ოფიციალურად შემოიღეს, დღევანდელი სასაფლაოები ასე გამოიყურება:

ფოტოს ავტორი: სოფია ლი კენჭიაშვილი