კოსმოსურ ხომალდებად ქცეული ყოველდღიური მოხმარების საგნები

Eric Geusz არის ის მხატვარი და დეველოპერი, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ნიჭს და ფანტაზიას არ უჩივის. თუნდაც იმიტომ, რომ მას ყოველდღიური მოხმარების ნივთების ინსპირაციით ასეთი საინტერესო ნამუშევრებს შექმნა შეუძლია:

წყარო: Eric Geusz

ნახშიროჟანგის შეწოვა და ჟანგბადის გამოყოფა ტანსაცმელსაც შეუძლია

ქსოვილი, რომელიც ატმოსფეროდან CO2-ს შეიწოვს, შეიძლება ერთგვარი გარღვევაც კი გახდეს კლიმატური პრობლემების მოგვარების საკითხში და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიუხედავად გარემოს დაბინძურებაში არსებული დიდი წილისა, ეკოლოგიაზე ფიქრი მოდის სამყაროსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სოკო და ანანასი – ეს ის ინგრედიენტებია, რომელის გაგონებისთანავე შეიძლება პიცა გაგახსენდეთ, მაგრამ ამჯერად ინგრედიენტები ბევრად სერიოზულ მიზნებს უკავშირდება და შესაძლებელია მათი (და არამარტო მათი) დახმარებით შეიქმნას მასობრივი მოხმარების ცოცხალი ქსოვილები, რომელებიც ჰაერის გაწმენდაში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

ამიტომ, არც ისე შორეულ მომავალში, ეტიკეტებზე შესაძლებელია წავიკითხოთ, რომ ქსოვილი დამზადებულია კაქტუსისგან, ან სულაც ბანანის ფოთლებისგან და ის შთანთქავს CO2-ს.

ლაბორატორიაში გამოყვანილი ბუნებრივი წყალმცენარეები

მეტიც, ლონდონური სტარტაპ კომპანია Post Carbon Lab აქტიურად მუშაობს წყალმცენარეების იმ ტიპებზე, რომლების დახმარებით შექმნილ ქსოვილს შეუძლია ფოტოსინთეზირება. სამოსზე იქნება დატანილი ცოცხალი წყალმცენარეების ფენა, რომელიც შთანთქავს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, ასევე მას შეეძლება ნახშირბადი აქციოს შაქრად.

Post Carbon Lab-ის თანადამფუძნებელი დაიან ლინ ჯეინი მიკროორგანიზმებისგან დამზადებული ქურთუკით, შესაბამისი წყალმცენარის პრინტით

როგორც კომპანიის თანადამფუძნებლი, დაიან ლინ ჯინი ამბობს, ერთი დიდი ზომის მაისურს შეეძლება გამოყოს თითქმის იმდენივე რაოდენობის ჟანგბადი, რამდენსაც გამოყოფს ერთი ექვსი წლის მუხის ხე.

სტარტაპ კომპანია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს დიზაინერებთან და ნამდვილად ღირს დიდი ინტერესით მივადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. აქვე ვიტყვი, რომ აქამდე ისეთი ბრენდები, როგორიცაა Hugo Boss, H&M და Mycotex, გარკვეულ კოლექციებში, ეკოლოგიური მიზნებით, ანანასის ფოთლებისგან დამზადებულ ტექსტილს იყენებენ. თუმცა წინ ახალი გამოწვევებია და საინტერესოა, რა ფორმით და რომელი ბრენდების თუ დიზაინერების ჩაერთვა მოხდება ახალ წამოწყებაში.

დიზაინერ შარლოტა მაკერდის მიერ შექმნილი სამოსი, რომელიც დამზადებულია სოკოს ტყავისგან და მიცელიუმისგან

ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივისგან განსხვავებით ასეთი ტანსაცმლის შენახვის წესი სპეციფიკურია, ბნელ კარადაში ამ სამოსს ვერ შეინახავთ, საჭიროა მისი მუდმივად განიავებად გარემოში მოთავსება. თუმცა ეს დისკომფორტი რა მოსატანია იმ გლობალურ დაბინძურებასთან, სადაც მსუყე წილი ტანსაცმლის სიჭარბეს უკავია. ზიანი რომ ციფრებში ავსახოთ, მხოლოდ ბრიტანეთში, წელიწადში 300 000 ტონა ტანსაცმელი ხვდება სანაგვეზე. ასევე მსოფლიო ტექსტილის ქარხნები წელიწადში 1,2 მილიარდ ტონა ნახშიროჟანგს გამოყოფენ, რაც ავიაკომპანიების და გადამზიდი კომპანიების მიერ ერთად გამოყოფილ ნახშიროჟანგზე მეტია.

წყარო: THE GUARDIAN

გაიცანით ქუოკა, ყველაზე პოზიტიური ცხოველი

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს არც კი გაგიგიათ ამ ცხოველის სახელი, მაგრამ ქუოკას სურათებს აუცილებლად გადააწყდებოდით სადმე ინტერნეტში. მათი დამახასიათებელი უსაყვარლესი ღიმილი ყოველთვის პოზიტივს და კარგ ენერგიას ასხივებს, ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ ქუოკებს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ და პოზიტიურ ცხოველებად მოიხსენიებენ.

ფოტოები: Creativitybay

ქუოკა (Quokka) — მცირე ზომის (დაახლოებით შინაური კატის) კენგურუსებრი, სეტონიქსის გვარის ერთადერთი წარმომადგენელია და სხვა ჩანთოსნების მსგავსად ისიც ბალახიჭამია ცხოველია. ქუოკების ნახვა ძირითადად შეიძლება დასავლეთ ავსტრალიის კუნძულების სანაპიროზე.

ცხოველი, რომელიც ადამიანზე კორონავირუსის გადატანაშია ეჭვმიტანილი

უახლესი ვერსიით, პანგოლინი არის ის ცხოველი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანებზე გადამტანად სახელდება. მასზე კანონიერი გზით ნადირობა აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერების მიერ პანგოლინის ტრეფიკინგი ხშირია ჩინეთში, რადგან ეს ცხოველი იქ დელიკატესად ითვლება და არატრადიციულ მედიცინაშიც გამოიყენება.

ეს უცნაური ცხოველი სამხრეთ და ეკვატორულ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბუნებაში პანგოლინის 8 სახეობა არსებობს, ისინი ღრმა სოროებში ბინადრობენ და ძუძუმწოვრებს მიეკუთვნებიან. გარეთ, ძირითადად, ღამით გამოდიან. კარგად მოძრაობენ როგორც მიწაზე, ასევე ხეებზე.

პანგოლინის სხეულის სიგრძე 30-88 სმ-ია. კუდის სიგრძე ტანის სიგრძეს უდრის. ამ ცხოველების წონა 5-დან 27 კგ-მდე მერყეობს. იგი ნაცრისფერი შეფერილობის გახლავთ, თათები ბასრი ბრჭყალებით აქვს შემკული, რომელსაც მიწის ამოთხრისათვის იყენებს, სახე წინ წამოწეული აქვს. იგი საკმაოდ გრძელი ენის პატრონია, რომლის სიგრძე 40 სმ-ს შეადგენს. ამსიგრძე ენა რომ ამოძრაო შესაბამისი კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს, რომელიც ცხოველს მართლაც შთამბეჭდავად, მკერდის ფარიდან, კუდუსუნამდე აქვს განვითარებული.

პანგოლინები მარტო ცხოვრობენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან.

ფოტოები: National Geographic

წყარო: INDEPENDENT, INTERMEDIA

შესაძლოა, ნაკერის დასადებად ადამიანის კანი გამოიყენონ

ჭრილობის დროს ქსოვილთა სისხლიანი წესით შეერთების, ე.წ. ნაკერის დადების დროს, შეწოვადი და არაშეწოვადი საკერავი მასალის ნაცვლად, შესაძლოა ადამიანის კანის უჯრედებისგან დამზადებული მასალა გამოიყენონ.

ფრანგი მკვლევარები უკვე მუშაობენ ხელოვნური ძაფის უფრო ეფექტური, ბუნებრივი ძაფით ჩანაცვლებაზე. მათი თქმით „ადამიანის ტექსტილი“-ს შესაკერ მასალად გამოყენება ბევრად გაამარტივებს პროცესს და მთელ რიგ სამედიცინო პროცედურებს აგვარიდებს თავიდან.

როგორც წინასწარ არის ცნობილი, ახალი თაობის ძაფი, არსებულთან შედარებით, იქნება გაცილებით მყარი და ასევე მასპინძელ სხეულთან ბუნებრივად ინტეგრირებადი.

ამ ეტაპზე ქირურგიული პაციენტების შინაგანი და გარე ჭრილობების შესაკერად, გამოიყენება ნატურალური და სინთეზური ძაფები. ძირითადად, რბილი ქსოვილები (კანი და აპონევროზი) იკერება აბრეშუმის ან კაპრონის ძაფით და კეტგუტით.

წყარო: CNN

ცნობილი გახდა ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც ყველაზე მეტი სერიული მკვლელია დაბადებული

ფოტო:iStock by Getty/coldsnowstorm

ბრიტანელმა ნოველისტმა დევიდ ჯასპერმა, თავისი ახალი ტრილერისთვის The Clinic, ორი წლის განმავლობაში იკვლია ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების ზოდიაქოს ნიშნები.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯასპერის სიაში, რაოდენობით პირველ ადგილს კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ  (20 აპრილი-20 მაისი) დაბადებულები იკავებენ.

რაც შეეხება დღეებს, ყველაზე მეტი სერიული მკვლელი დაიბადა 24 აპრილს და 18 თებერვალს.

შეიძლება თუ არა ადამიანის დაბადების დღემ მართლა იქონიოს გავლენა მის პიროვნებაზე თუ ეს აღმოჩენა უბრალოდ დამთხვევაა, უცნობია. მაგრამ ვისაც ზოდიაქოსი გჯერათ, თქვენთვის ეს ამბავი შეიძლება გაფრთხილებაც იყოს.

წყარო: MIRROR

#პირველი მუსიკალური კომპოზიცია

ყველაზე პირველ მუსიკალურ მელოდიად მიიჩნევა მესოპოტამიური “Hurrian Hymn No. 6”, რომელიც თარიღდება ჩ.წ.ა-მდე 1400 წლით. მელოდიის დაწერილი ფრაგმენტები არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 1950 წელს დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე.

ფუტკრის ხორთუმი და ნემსის წვერი მიკროსკოპის ქვეშ

ფოტო: Science & Engineering

თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ფუტკრის ხორთუმი შედგება 2 განყოფილებისგან – პირველი ნაწილით მხოლოდ ნექტარს ისრუტავს და გამოყოფს ე.წ. ფუტკრის შხამს და მეორე ნაწილს საკვების მიღებისთვის იყენებს.

მიუხედავად პატარა ზომისა, ფუტკრის ანატომია ერთ-ერთ ყველაზე რთულ კონსტრუქციად ითვლება ბიოლოგიაში. წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო ფუტკრის თვალი შედგება 60 000-მდე მიკრო ფოტოსენსორისგან, რომელსაც ომატიდია (ommatidia) ჰქვია.

წყარო: ASKABIOLOGIST