ოფიციალური ინფორმაცია დაინფიცირებულთა შესახებ

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ქვეყანაში 66 ინფიცირებულია.

პირველი 34 ინფიცირებულის შესახებ საჯარო ინფორმაციას შეგიძლიათ ამავე პოსტში გაეცნოთ:

ფოტო: ნეტგაზეთი

#1 – 26 თებერვალი, ირანიდან ჩამოსული 50 წლის მამაკაცი, შიდა კონტაქტი არ ქონია. 14 მარტს პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს.

#2 – 28 თებერვალი, იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი, ქონდა შიდა კონტაქტები, გავიდა სამსახურში (საქ. ბანკის ნაძალადევის ფილიალი). კონტაქტები გამოავლინეს და იზოლაციაში მოათავსეს.

#3 – 29 თებერვალი, ირანიდან ჩამოსულ N1 ინფიცირებულთან ქონდა კონტაქტი ირანში, ასევე საზღვარზე გამოვლინდა და შიდა კონტაქტი არ ქონია.

#4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერი (ერთი ჯგუფი), 5 მარტი, მოგზაურობდნენ იტალიაში და ვენის გავლით თბილისში ჩამოფრინდნენ 2 მარტს გამთენიისას. დეტალურად:

#4 – 44 წლის მამაკაცი, პროფესიით ექიმი, ჩამოსვლიდან მეორე დღეს თავი ცუდად იგრძნო, თვითიზოლაციას მიმართა 2 დღე. ხოლო მას შემდეგ რაც უარესად გახდა, მიაკითხა ინფექციურს. ის დღემდე ყველაზე მძიმე პაციენტია.

#5 – ფარმაცევტული კომპანია სს გეფა-ს საოპერაციო დირექტორი მიხეილ აბრამიძე. არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, დადიოდა სამსახურში, ჩაატარა შეხვედრები, იყო პანაშვიდზე და აშ. ჯერ-ჯერობით მის ანგარიშზე ვირუსის 5 დადასტურებული შიდა გადაცემაა.

#6, #7, #8 , #9 – კლასტერის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე 5 მარტამდე ქონდათ შიდა კონტაქტები.

#10 – 7 მარტი, პირველი შიდა, მეორეული ინფიცირება, ევექსის გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე, ქონდა კონტაქტი #5-თან, ვისგადან გადედო და ვირუსის დადასტურებამდე ასევე ჰონდა შიდა კონტაქტები;

#11 – 7 მარტი, შიდა ინფიცირება. მამაკაცი სს გეფა-ს თანამშრომელია, დაინფიცირდა #5 -ის მიერ სამუშაო შეხვედრაზე. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები.

#12 – 7 მარტი, დაფიქსირდა საჩხერეში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის შვილი. კონტაქტი ქონდა ინფიცირებულ იტალიელთან, რომელმაც მალევე დატოვა ქვეყანა.

#13 – 7 მარტი, ასევე შიდა ინფიცირება. ქალი სს გეფა-ს თანამშრომელია და ინსაიდერული ინფორმაციით, დაინფიცირდა თანამშრომლის, მიხეილ აბრამიძის (#5) ნაჩუქარი კანფეტით. ქალბატონს გამოვლენამდე ქონდა მრავალი შიდა კონტაქტი.

#14 – 9 მარტი, შიდა ინფიცირება,  დაინფიცირდა #5 -ის მიერ. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. მისმა მეუღლემ სოც, ქსელში დაწერა, რომ ოჯახი არის თვითიზოლაციაში.

#15 – 9 მარტი, პაციენტი ჩამოფრინდა ესპანეთიდან, თუმცა ქონდა კონტაქტი იტალიელებთანაც. გამოვლენამდე არც ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.

N16 – 10 მარტი, შიდა გადედება ისევ #5 ინფიცირებულისგან. როგორც პაციენტი აცხადებს, გასამრჯელო აიღო ბანკნოტებით, რის შედეგადაც დაინფიცირდა. როდესაც #5-ის კონტაქტებს იკვლევდნენ, სავარაუდოდ ეს პიროვნება გამორჩათ, რადგან ცნობილია, რომ ის ცუდად გახდომამდე არ იმყოფებოდა იზოლაციაში.

#17, #18, #19, #20 – 10 მარტი, ოთხივე პიროვნება #2 ინფიცირებულთან ერთად მოგზაურობდა იტალიაში, ისინი 28 თებერვლის შემდეგ იზოლაციაში იყვნენ. ამ ადამიანებს 10 მარტამდეც ჩაუტარდათ ტესტი ვირუსზე, თუმცა უარყოფითი იყო;

#21 – 10 მარტი, შიდა ინფიცირება,  #20 ინფიცირებულის 12 წლის შვილია, რომელსაც მშობელმა იზოლაციამდე გადასდო;

#22 – 10 მარტი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელიც #12 პაციენტის მამაა და 6 მარტიდან იყო თვითიზოლაციაში;

#23 – 10 მარტი, მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იმოგზაურა იტალიაში, გამოვლენამდე არ ყოფილა თვითიზოლაციაში და ახლა მკურნალობს დასავლეთ საქართველოში.

#24 – 11 მარტს ვირუსი მხოლოდ #20 ინფიცირებულის 19 წლის შვილს დაუდასტურდა. ის გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იმყოფებოდა.

#25 – 12 მარტი, ინფიცირებული #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერს უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

#26, #27, #28, #29 და #30 – პირდაპირ უკავშირდება იტალიას, კერძოს, #5 პაციენტს. ამ 5 პაციენტში ფიქსირდება მესამეული გადაცემაც, რადგან არიან ერთი ოჯახის წევრები.

#31, #32, #33 – რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყანასთან დაკავშირებული ახალი კლასტერი. ერთ-ერთი იმყოფებოდა ბათუმში თვით-იზოლაციაში. მათთან არის კავშირში ასევე #34 შემთხვევაც.

(ინფორმაცია განახლებადია, ბოლო განახლება 17 მარტი 17:04)

გაიცანით, ირლანდიის პრეზიდენტი – ბატონი მაიკლ დ. ჰიგინსი

ირლანდიის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიალური დატვირთვა ეკისრება. თუმცა გარკვეული შეზღუდული უფლებამოსილებები მაინც გააჩნია.

78 წლის პოლიტიკოსი და პოეტი მაიკლ ჰიგინსი ირლანდიის მე-9 პრეზიდენტის საპატიო ტიტულს 2011 წლიდან იკავებს. ის ზუსტად იმ კეთილი ბაბუის განსახიერებაა რომელზეც ყველა ოცნებობს და სწორედ ამიტომ უყვართ ის ასე ძალიან ირლანდიელებს.

ნახეთ, 15 ფოტო ჰიგინსის ცხოვრებიდან და თავადაც მიხვდებით, რატომ სურს ყველას მასთან ჭიქა ჩაის დალევა და რა ბედნიერებაა, როდესაც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელსაც ასეთი პოზიტიური და ბედნიერი პრეზიდენტი ჰყავს.

#1 მეგობრობამ დრო და ადგილი არ იცის

#2 ასე ამხნევებს პრეზიდენტი ბიჭუნას მამის დაკრძალვაზე

#3 მაიკლი ბობ დილანის კონცერტზე, 1984

#4 როდესაც ვიღაც სურათის გადაღებაში ხელს გიშლის

#5 ესეც ბატონი ჩაი ჰიგინსები

#6 პრეზიდენტი ოჯახურ სიმყუდროვეში

#7 დაძაბული თამაშის შემდეგ არც სელფია პრობლემა

#8 სავარაუდოდ აქ პინ კოდს იხსენებს

#9 როდესაც ირლანდიის პრეზიდენტი ინტერვიუს დროს მარტინ შინთან გადაღებული ფოტოთი იწონებს თავს

#10 თუმცა ახლა უკვე ჯეისონ მომოასთანაც აქვს ფოტო გადაღებული

#11 და ირლანდიელ მუსიკოს ჰოზიერთანაც

#12 რა თქმა უნდა, ამათ გარეშეც არ შეიძლება

#13 ცხარე კამათი გლობალურ საკითხებზე

#14 ასე გამოხატავს ჰიგინსების ოჯახი არჩევნებში მორიგი გამარჯვების სიხარულს. ისინი ამით ხალხის სიყვარულს გრძნობენ და გული უჩუყდებათ

#15 და ბოლოს, როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი ბაბუა არ გიყვარდეს ❤

კორონავირუსმა გაცილებით მეტი მამაკაცი იმსხვერპლა, ვიდრე ქალი

ახალი კორონავირუსი, იგივე COVID-19, ჯერ-ჯერობით ისევ კვლევის პროცესშია. თუმცა ამ ორ თვეში გამოიკვეთა დაავადების ზოგადი ხასიათი –  ვირუსით ნაკლებად ინფიცირდებიან ბავშვები და დაახლოებით 20 წლამდე ახალგაზრდები.  აგრეთვე გამოიკვეთა, რომ ვირუსის სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი 3,4 პროცენტია და უმეტესი წილი ხანდაზმულ პაციენტებზე მოდის, განსაკუთრებით  – კი მამაკაცებზე.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის შემთხვევების სრულყოფილი და ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინელი ქალებისა და მამაკაცების ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია, თუმცა სიკვდილიანობა მამაკაცებში 2,8 პროცენტია, ხოლო ქალებში – 1,7 პროცენტი.

ასევე აღსანიშნავია, რომ Sars და Mers კორონავირუსებმა დაახლოებით 50 პროცენტით მეტი მამაკაცი შეიწირა , ვიდრე – ქალი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაპროპორციულია სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროსაც, სადაც ასევე მსხვერპლთა უმრავლესობაში მამაკაცები არიან.

 როგორც აღმოჩნდა, ქალისა და მამაკაცის იმუნური სისტემა რესპირატორული დაავადებების მიმართ მგრძნობელობით ერთმანეთისგან განსხვავდება. მიზეზი ის არის, რომ ქალებს უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში რესპირატორული დაავადებები მამაკაცებში გაცილებით უარესი შედეგების მომტანია, ვიდრე ქალებში.

 ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს არის ბუნების კანონზომიერება, რადგან მეორე მხრივ, ქალები მამაკაცებზე უფრო მგრძნობიარენი არიან აუტოიმუნური დაავადებების მიმართ. მაგალითად, როგორიცაა რევმატოიდური ართრიტი და მგლურა. ამ დაავადებების დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება და შედეგად, თავს ესხმის საკუთარი სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებს.

  მიზეზი, თუ რატომ აქვთ ქალებს მამაკაცებზე უფრო ძლიერი იმუნიტეტი, ჯერ-ჯერობით უცნობია და საფუძვლიან კვლევებს საჭიროებს.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ქალებს ძლიერი იმუნური სისტემა შთამომავლობის გადარჩენის უნარის გამო აქვთ. დედის რძეში არსებული ანტისხეულები აძლიერებს თავად დედის იმუნურ სისტემასასაც. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა.

  კორონავირუსით ინფიცირებულთა რიგებში გართულებების რისკს ზრდის ასევე სხვა ობიექტური ფაქტორებიც. ჩინეთში მწეველების მაღალი პროცენტული მაჩვენებელია და აქედან მხოლოდ 2 პროცენტია ქალი მწეველი. ასევე ჩინეთში, მე-2 ტიპის დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ორჯერ უფრო გვხვდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

 რაც შეეხება ვირუსის შესახებ ბოლო მონაცემებს, საქართველოში COVID-19-ის მხოლოდ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 14 დღიან კარანტინში თბილისში, საჩხერესა და აბასთუმანში 120 ადამიანია მოთავსებული.

საზღვრებს გარეთ კი ეპიდემიის ყველაზე დიდი კერები სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიასა და ირანშია. 4 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 93 221 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია – 3203, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51 006-მდეა გაზრდილი.

წყარო: INDEPENDENT

LEGO და მათემატიკა

ნიუ-იორკელმა სკოლის მასწავლებელმა, ალისია ზიმერმანმა, ასეთი კრეატიული გზით გადაწყვიტა მათემატიკის მაგალითები აეხსნა თავისი მოსწავლეებისთვის. მან ელემენტარული მათემატიკის კონცეფცია LEGO-ს დახმარებით უფრო მარტივად გასაგები გახადა.

წყარო: BOREDPANDA https://www.boredpanda.com/lego-math-teaching-children-alycia-zimmerman/?fbclid=IwAR16I_jOSrcYMr9of_1YSfkuldIcAo_5WCD3Iy_YSjcFiOz1O3YDySXK0BI&utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=organic

მარსის დაბნელება

18 თებერვალს ჩვენი მთვარე მარსს გაუსწორდა და ის რამოდენიმე წუთით დედამიწასა და მარსს შორის მოექცა. ოკულტაციის სახელით ცნობილი ამ სანახაობის ნახვა წელიწადში რამოდენიმეჯერ არის დედამიწის ცალკეული წერტილიდან შესაძლებელი და ამჯერად მარსის დაბნელება მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ციდან გამოჩნდა.

ფოტო: Cosmic background

ყველაზე ხშირად დაუბანელი ადგილები ხელის მტევნებზე

ხელები, ვურუსებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია. მათი დახმარებით ისინი ყველაზე ადვილად ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში.

როგორც აღმოჩნდა, ხელების დაბანის დროს შეცდომებს ხშირად ვუშვებთ და კონკრეტულად სად ვუშვებთ შეცდომებს, სამედიცინო ჟურნალებში დატანილ ამ ილისტრაციაზეც კარგად სჩანს:

სურათზე წითლად არის მონიშნული ხელის მტევნების ის უბნები, რომლებიც დაბანის დროს ყველაზე ხშირად რჩება დაუბანელი, ნარინჯისფრად აღნიშნულია ის ადგილები, რომლებიც ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვრჩება დაუბანელი, ხოლო ყვითლად მონიშნულია უბნები, რომლებიც იშვიათად, სიჩქარეში გვრჩება უყურადღებოდ.

ადამიანის თავის ტვინის ამოკვეთილი ნაწილი კიდევ 48 საათს ცოცხლობს

ფოტო: Amazon

ქალაქ სიეტლში (აშშ) ალენის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი ადგილობრივ ნეიროქირურგებთან ერთად, ადამიანის თავის ტვინის კვლევის განსხვავებული მეთოდზე მუშაობს.

 მკვლევარებმა, პაციენტებთან შეთანხმებით, თავის ტვინზე ჩატარებული ინვაზიური ოპერაციის შემდგომ ამოკვეთილი ტვინის უჯრედები შეისწავლეს და კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ტვინის ამოკვეთილი ნაწილი კიდევ 48 საათის განმავლობაში ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს.

  მკვლევართა ჯგუფს სათავეში ვაშინგტონის უნივერსიტეტის აფელირებული პროფესორი ედ ლეინი უდგას და მისი განცხადებით, თავის ტვინის შესწავლის მიზნით დღემდე არსებული მეთოდები, თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებული ცდები, არაეფექტურია.

  ედ ლეინის აზრით, ბოლო წლებში, მკურნალობის მეთოდების კვლევებმა ისეთ დაავადებებზე, როგორიც ალცჰეიმერი და პარკინსონის დაავადებებია, ნაყოფი ვერ გამოიღო. ამიტომ აუცილებელი ხდება კვლევები ჩატარდეს უშუალოდ ადამიანის ტვინზე, ამოკვეთიდან რამოდენიმე საათის ინტერვალში.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის ტვინში ბევრი განსხვავებული ტიპის უჯრედია, ვიდრე ცხოველურ მოდელებში, ადამიანის და თაგვის ტვინის უჯრედების ელექტრონული თვისებები და მათი ანატომია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან“ 

ამბობს ედ ლეინი

რაც შეეხება დოქტორ ლეინის მეთოდის პერსპექტივას, მას ლონდონის კრიკის ინსტიტუტის გენეტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ისინი თავის ტვინის კვლევის საკითხში ცხოველებს აქტიურად იყებენებენ  და  ადამიანის ტვინის საკვლევ მასალად გამოყენების ალტერნატივას სასაცილოდაც კი თვლიან.

პროფესორ რობინ ლოველ-ბეჯის განცხადებით, მართალია თაგვის და ადამიანის ტვინები სრულიად განსხვადებიან ერთმანეთისგან ფორმით, სიდიდით და სირთულით, ისინი უერთდებიან სხეულებს რომელებიც ასევე სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ადამიანის თავის ტვინიდან მოკვეთილი მასალა საერთოდ არ უერთდება არაფერს. ცოცხალ ცხოველებზე დაკვირვებით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების კონტროლი როგორიცაა გენეტიკა, სიმაღლე, ზომა, კვება და აშ. რასაც ადამიანის ტვინის გარკვეული ნაწილის 48 საათიანი კვლევა ვერ მოგვცემს.

  ბრიტანელი გენეტიკოსების კომენტარის პასუხად ედ ლეინმა განაცხადა, რომ მისი კვლევის მიზნები არასწორად იქნა გაგებული, ის არ მიიჩნევს ახალ მეთოდს ტვინის კვლევის უალტერნატივო მეთოდად და ის იმედოვნებს, რომ ორივე მეთოდი კომბინირებულად უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მხოლოდ ცხოველების მოდელზე დამყარებული კვლევები.

წყარო: BBC

ეირის ტბის სილამაზე

სამხრეთ ავსტრალიაში მდებარე ეს 9500 კვ.მ-იანი მარილიანი, შრობადი ტბა, შორიდან თიხის თასში ჩსხმულ წყალს გავს. ტბის ზედაპირზე მოციმციმე მარილის და კამკამა წყალში ცის განსაკუთრებულად ლამაზი ანარეკლის გამო ეს ტბა ტურისტულ ადგილად ითვლება.

ავსტრალიელმა ფოტოგრაფმა მიურეი ფრედერიკსმა შეძლო ეს სილამაზე სარკის დახმარებით აესახა ფირზე იმგვარად, რომ ეირის ტბის მთელი დიდებულება ზუსტად გადმოეცა.

HyperFocal: 0
ფოტოები: Murray Fredericks

წყარო: WSIMAG

რობოტები ჩვენ გვერდით

შანსები იმისა, რომ რობოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დაგვეხმარებიან და ზოგიერთ რუტინულ საქმიანობაში ადამიანური რესურსის ალტერნატივადაც კი იქცევიან, საკმაოდ რეალურია. ამაში პოსტისთვის ჩემს მიერ შერჩეული ეს 10 რობოტი დაგარწმუნებთ, რომლებიც სასარგებლო მიზნებისთვის შეიქმნა და თან ეს მხოლოდ ნაწილია, გაგრძელება რა თქმა უნდა იქნება.

  1. Boston Dynamics’-ის ძაღლი რობოტი
PHOTO: HARRY MURPHY/GETTY IMAGES

როგორც აანონსებენ, ადამიანების ერთგული მეგობარი რობოტი, რომელსაც კარის გაღება შეუძლია, მალე შეიძლება სხვა ფუნქციებითაც დაიტვირთოს და უფრო კონკრეტული დავალებების შესრულებაც აიღოს თავის თავზე.

2. ჰუმანოიდი რობოტი Sophia

PHOTO: LONDON SPEAKER BUREAU

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სოფიას შეუძლია საუბრის წარმოება ნებისმიერ თემაზე და მოძრაობა. მას უყვარს ხალხთან ურთიერბა და ელექტრონული მუსიკა. სოფია გამოირჩევა იმითაც, რომ საუდის არაბეთის ოფიციალური მოქალაქეა და გაერთიანებული ერების ოფიციალური ტიტულის “ინოვაციების ჩემპიონის” მატარებელია.

3. ჩანთა რობოტი Gita robot

PHOTO: PIAGGO FAST FORWARD

საკუთარი ბარგის ტარება ყველასთვის პრობლემაა, ბოსტონურმა სტარტაპ კომპანიამ კი 2017 წელს ამ პრობლემის გადაჭრა ჩანთა-რობოტის დახმარებით გადაწყვიტა. Gita robot-ის წყალობით სუპერმარკეტებში საყიდლებზე წასვლას ბევრად გამარტივებთ და ზოგადად, ეს რობოტი ყველასთვის საოცნებო პროდუქტია, ვინც უპირატესობას ფეხით სიარულს ანიჭებს.

4. დამხმარე რობოტი Romeo

PHOTO:WESTINFO

რომეო დაახლოებით ადამიანის ზომის (140 სმ.) და აღნაგობის რობოტია, რომელიც ეხმარება იმ მარტოხელა ადამიანებს, ვინც დაკარგა დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. მაგალითად, რობოტს შეუძლია კარის გაღება, კიბეებზე ასვლაში დახმარება, ნივთების აღება, მოგროვება და სხვა.

5. საოჯახო რობოტი კომპანიონი Buddy

PHOTO: GREG NICHOLS

ამ რობოტს, რომელიც პირველად CES 2018 წარადგინეს, დღემდე რევოლუციურ ინოვაციად მოიხსენიებენ. იმიტომ რომ ის შექმნილია საოჯახო ყოველდღიური რუტინის გასამარტივებლად. მას აქვს კამერა და კარგი მუსიკალური გემოვნება. ის მზადაა ნებისმიერ დროს შეგახსენოთ ჩანიშნული საქმეები და გარდა ამისა ის აკეთებს ძალიან ბევრ დავალებას ბავშვების გართობით და მეცადინეობით დაწყებული – სამზარეულოში რეცეპტების შეხსენებით დამთავრებული. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვს, რომ Buddy ნებისმიერი დიასახლისის ოცნება რობოტია.

6. შეფ-პოვარი Moley Robotic kitchen

თუ კულინარია თქვენი ძლერი მხარე არ არის, მაგრამ სახლში მომზადებული საჭმელი გიყვართ და თან რობოტებიც მოგწონთ, Moley Robotic kitchen თქვენთვის არის შექმნილი. რობოტი გარდა იმისა, რომ თქვენს მიერ შერჩეულ საჭმელს, როგორც შემქმნელები ირწმუნებიან, მასტერ-შეფის დონის პროფესიონალიზმით მოგიმზადებთ, ის ასევე ასუფთავებს და რეცხავს ჭურჭელს.

7. ემოციური რობოტი Pepper

PHOTI:HUFFINGTON POST

ეს უსაყვარლესი ადამიანის მსგავსი რობოტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იაპონური რობოტია. მას შეუძლია ადამიანის ემოციების გაზიარება და საკუთარი ემოციების გამოვლენა.

8. დამხმარე Robear robot

PHOTO: MONDO MASCAUTS

Robear robot შექმნილია პაციენტების საწოლიდან ეტლში გადასაყვანად და პირიქით.

9. ბანკის თანამშრომელი რობოტი Nao

PHOTO:GENERATIONROBOTS

ტოკიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაკში Tokyo-Mitsubishi UFJ დასაქმებულები არიან კონსულტანტი რობოტები, ბიპედალური ანდროიდები, რომლებიც ბანკის კლიენტებს უწევენ სრულფასოვან მომსახურებას იაპონურ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. ისინი პასუხობენ ნებისმიერი ტიპის კითხვას ანგარიშების გახსნასთან და სხვა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით.

10. მუსიკალური ბენდი Z-Machines

PHOTO: EPA/FRANCK ROBICHON

კიდევ ერთი საინტერესო რობოტი იაპონური რობოტიქსისგან, არც მეტი არც ნაკლები მუსიკალური ბენდი სახელად Z-Machines, რომელსაც გაგიკვირდებათ და 78 თითიანი გიტარისტი ყავს და 22 მკლავიანი დრამერი.