კორონავირუსმა გაცილებით მეტი მამაკაცი იმსხვერპლა, ვიდრე ქალი

ახალი კორონავირუსი, იგივე COVID-19, ჯერ-ჯერობით ისევ კვლევის პროცესშია. თუმცა ამ ორ თვეში გამოიკვეთა დაავადების ზოგადი ხასიათი –  ვირუსით ნაკლებად ინფიცირდებიან ბავშვები და დაახლოებით 20 წლამდე ახალგაზრდები.  აგრეთვე გამოიკვეთა, რომ ვირუსის სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი 3,4 პროცენტია და უმეტესი წილი ხანდაზმულ პაციენტებზე მოდის, განსაკუთრებით  – კი მამაკაცებზე.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის შემთხვევების სრულყოფილი და ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინელი ქალებისა და მამაკაცების ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია, თუმცა სიკვდილიანობა მამაკაცებში 2,8 პროცენტია, ხოლო ქალებში – 1,7 პროცენტი.

ასევე აღსანიშნავია, რომ Sars და Mers კორონავირუსებმა დაახლოებით 50 პროცენტით მეტი მამაკაცი შეიწირა , ვიდრე – ქალი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაპროპორციულია სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროსაც, სადაც ასევე მსხვერპლთა უმრავლესობაში მამაკაცები არიან.

 როგორც აღმოჩნდა, ქალისა და მამაკაცის იმუნური სისტემა რესპირატორული დაავადებების მიმართ მგრძნობელობით ერთმანეთისგან განსხვავდება. მიზეზი ის არის, რომ ქალებს უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში რესპირატორული დაავადებები მამაკაცებში გაცილებით უარესი შედეგების მომტანია, ვიდრე ქალებში.

 ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს არის ბუნების კანონზომიერება, რადგან მეორე მხრივ, ქალები მამაკაცებზე უფრო მგრძნობიარენი არიან აუტოიმუნური დაავადებების მიმართ. მაგალითად, როგორიცაა რევმატოიდური ართრიტი და მგლურა. ამ დაავადებების დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება და შედეგად, თავს ესხმის საკუთარი სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებს.

  მიზეზი, თუ რატომ აქვთ ქალებს მამაკაცებზე უფრო ძლიერი იმუნიტეტი, ჯერ-ჯერობით უცნობია და საფუძვლიან კვლევებს საჭიროებს.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ქალებს ძლიერი იმუნური სისტემა შთამომავლობის გადარჩენის უნარის გამო აქვთ. დედის რძეში არსებული ანტისხეულები აძლიერებს თავად დედის იმუნურ სისტემასასაც. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა.

  კორონავირუსით ინფიცირებულთა რიგებში გართულებების რისკს ზრდის ასევე სხვა ობიექტური ფაქტორებიც. ჩინეთში მწეველების მაღალი პროცენტული მაჩვენებელია და აქედან მხოლოდ 2 პროცენტია ქალი მწეველი. ასევე ჩინეთში, მე-2 ტიპის დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ორჯერ უფრო გვხვდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

 რაც შეეხება ვირუსის შესახებ ბოლო მონაცემებს, საქართველოში COVID-19-ის მხოლოდ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 14 დღიან კარანტინში თბილისში, საჩხერესა და აბასთუმანში 120 ადამიანია მოთავსებული.

საზღვრებს გარეთ კი ეპიდემიის ყველაზე დიდი კერები სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიასა და ირანშია. 4 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 93 221 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია – 3203, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51 006-მდეა გაზრდილი.

წყარო: INDEPENDENT

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s