ადამიანის თავის ტვინის ამოკვეთილი ნაწილი კიდევ 48 საათს ცოცხლობს

ფოტო: Amazon

ქალაქ სიეტლში (აშშ) ალენის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი ადგილობრივ ნეიროქირურგებთან ერთად, ადამიანის თავის ტვინის კვლევის განსხვავებული მეთოდზე მუშაობს.

 მკვლევარებმა, პაციენტებთან შეთანხმებით, თავის ტვინზე ჩატარებული ინვაზიური ოპერაციის შემდგომ ამოკვეთილი ტვინის უჯრედები შეისწავლეს და კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ტვინის ამოკვეთილი ნაწილი კიდევ 48 საათის განმავლობაში ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს.

  მკვლევართა ჯგუფს სათავეში ვაშინგტონის უნივერსიტეტის აფელირებული პროფესორი ედ ლეინი უდგას და მისი განცხადებით, თავის ტვინის შესწავლის მიზნით დღემდე არსებული მეთოდები, თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებული ცდები, არაეფექტურია.

  ედ ლეინის აზრით, ბოლო წლებში, მკურნალობის მეთოდების კვლევებმა ისეთ დაავადებებზე, როგორიც ალცჰეიმერი და პარკინსონის დაავადებებია, ნაყოფი ვერ გამოიღო. ამიტომ აუცილებელი ხდება კვლევები ჩატარდეს უშუალოდ ადამიანის ტვინზე, ამოკვეთიდან რამოდენიმე საათის ინტერვალში.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის ტვინში ბევრი განსხვავებული ტიპის უჯრედია, ვიდრე ცხოველურ მოდელებში, ადამიანის და თაგვის ტვინის უჯრედების ელექტრონული თვისებები და მათი ანატომია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან“ 

ამბობს ედ ლეინი

რაც შეეხება დოქტორ ლეინის მეთოდის პერსპექტივას, მას ლონდონის კრიკის ინსტიტუტის გენეტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ისინი თავის ტვინის კვლევის საკითხში ცხოველებს აქტიურად იყებენებენ  და  ადამიანის ტვინის საკვლევ მასალად გამოყენების ალტერნატივას სასაცილოდაც კი თვლიან.

პროფესორ რობინ ლოველ-ბეჯის განცხადებით, მართალია თაგვის და ადამიანის ტვინები სრულიად განსხვადებიან ერთმანეთისგან ფორმით, სიდიდით და სირთულით, ისინი უერთდებიან სხეულებს რომელებიც ასევე სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ადამიანის თავის ტვინიდან მოკვეთილი მასალა საერთოდ არ უერთდება არაფერს. ცოცხალ ცხოველებზე დაკვირვებით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების კონტროლი როგორიცაა გენეტიკა, სიმაღლე, ზომა, კვება და აშ. რასაც ადამიანის ტვინის გარკვეული ნაწილის 48 საათიანი კვლევა ვერ მოგვცემს.

  ბრიტანელი გენეტიკოსების კომენტარის პასუხად ედ ლეინმა განაცხადა, რომ მისი კვლევის მიზნები არასწორად იქნა გაგებული, ის არ მიიჩნევს ახალ მეთოდს ტვინის კვლევის უალტერნატივო მეთოდად და ის იმედოვნებს, რომ ორივე მეთოდი კომბინირებულად უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მხოლოდ ცხოველების მოდელზე დამყარებული კვლევები.

წყარო: BBC

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s