რობოტები ჩვენ გვერდით

შანსები იმისა, რომ რობოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დაგვეხმარებიან და ზოგიერთ რუტინულ საქმიანობაში ადამიანური რესურსის ალტერნატივადაც კი იქცევიან, საკმაოდ რეალურია. ამაში პოსტისთვის ჩემს მიერ შერჩეული ეს 10 რობოტი დაგარწმუნებთ, რომლებიც სასარგებლო მიზნებისთვის შეიქმნა და თან ეს მხოლოდ ნაწილია, გაგრძელება რა თქმა უნდა იქნება.

  1. Boston Dynamics’-ის ძაღლი რობოტი
PHOTO: HARRY MURPHY/GETTY IMAGES

როგორც აანონსებენ, ადამიანების ერთგული მეგობარი რობოტი, რომელსაც კარის გაღება შეუძლია, მალე შეიძლება სხვა ფუნქციებითაც დაიტვირთოს და უფრო კონკრეტული დავალებების შესრულებაც აიღოს თავის თავზე.

2. ჰუმანოიდი რობოტი Sophia

PHOTO: LONDON SPEAKER BUREAU

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სოფიას შეუძლია საუბრის წარმოება ნებისმიერ თემაზე და მოძრაობა. მას უყვარს ხალხთან ურთიერბა და ელექტრონული მუსიკა. სოფია გამოირჩევა იმითაც, რომ საუდის არაბეთის ოფიციალური მოქალაქეა და გაერთიანებული ერების ოფიციალური ტიტულის “ინოვაციების ჩემპიონის” მატარებელია.

3. ჩანთა რობოტი Gita robot

PHOTO: PIAGGO FAST FORWARD

საკუთარი ბარგის ტარება ყველასთვის პრობლემაა, ბოსტონურმა სტარტაპ კომპანიამ კი 2017 წელს ამ პრობლემის გადაჭრა ჩანთა-რობოტის დახმარებით გადაწყვიტა. Gita robot-ის წყალობით სუპერმარკეტებში საყიდლებზე წასვლას ბევრად გამარტივებთ და ზოგადად, ეს რობოტი ყველასთვის საოცნებო პროდუქტია, ვინც უპირატესობას ფეხით სიარულს ანიჭებს.

4. დამხმარე რობოტი Romeo

PHOTO:WESTINFO

რომეო დაახლოებით ადამიანის ზომის (140 სმ.) და აღნაგობის რობოტია, რომელიც ეხმარება იმ მარტოხელა ადამიანებს, ვინც დაკარგა დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. მაგალითად, რობოტს შეუძლია კარის გაღება, კიბეებზე ასვლაში დახმარება, ნივთების აღება, მოგროვება და სხვა.

5. საოჯახო რობოტი კომპანიონი Buddy

PHOTO: GREG NICHOLS

ამ რობოტს, რომელიც პირველად CES 2018 წარადგინეს, დღემდე რევოლუციურ ინოვაციად მოიხსენიებენ. იმიტომ რომ ის შექმნილია საოჯახო ყოველდღიური რუტინის გასამარტივებლად. მას აქვს კამერა და კარგი მუსიკალური გემოვნება. ის მზადაა ნებისმიერ დროს შეგახსენოთ ჩანიშნული საქმეები და გარდა ამისა ის აკეთებს ძალიან ბევრ დავალებას ბავშვების გართობით და მეცადინეობით დაწყებული – სამზარეულოში რეცეპტების შეხსენებით დამთავრებული. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვს, რომ Buddy ნებისმიერი დიასახლისის ოცნება რობოტია.

6. შეფ-პოვარი Moley Robotic kitchen

თუ კულინარია თქვენი ძლერი მხარე არ არის, მაგრამ სახლში მომზადებული საჭმელი გიყვართ და თან რობოტებიც მოგწონთ, Moley Robotic kitchen თქვენთვის არის შექმნილი. რობოტი გარდა იმისა, რომ თქვენს მიერ შერჩეულ საჭმელს, როგორც შემქმნელები ირწმუნებიან, მასტერ-შეფის დონის პროფესიონალიზმით მოგიმზადებთ, ის ასევე ასუფთავებს და რეცხავს ჭურჭელს.

7. ემოციური რობოტი Pepper

PHOTI:HUFFINGTON POST

ეს უსაყვარლესი ადამიანის მსგავსი რობოტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იაპონური რობოტია. მას შეუძლია ადამიანის ემოციების გაზიარება და საკუთარი ემოციების გამოვლენა.

8. დამხმარე Robear robot

PHOTO: MONDO MASCAUTS

Robear robot შექმნილია პაციენტების საწოლიდან ეტლში გადასაყვანად და პირიქით.

9. ბანკის თანამშრომელი რობოტი Nao

PHOTO:GENERATIONROBOTS

ტოკიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაკში Tokyo-Mitsubishi UFJ დასაქმებულები არიან კონსულტანტი რობოტები, ბიპედალური ანდროიდები, რომლებიც ბანკის კლიენტებს უწევენ სრულფასოვან მომსახურებას იაპონურ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. ისინი პასუხობენ ნებისმიერი ტიპის კითხვას ანგარიშების გახსნასთან და სხვა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით.

10. მუსიკალური ბენდი Z-Machines

PHOTO: EPA/FRANCK ROBICHON

კიდევ ერთი საინტერესო რობოტი იაპონური რობოტიქსისგან, არც მეტი არც ნაკლები მუსიკალური ბენდი სახელად Z-Machines, რომელსაც გაგიკვირდებათ და 78 თითიანი გიტარისტი ყავს და 22 მკლავიანი დრამერი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s