რატომ იღებენ მოზარდები არასწორ გადაწყვეტილებებს?

ფოტო: The Conversation

მოზარდები ხშირად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც უფროსებს სულელურად ან ექსცენტრიულად გვეჩვენება. ვბრაზდებით, რომ ჩვენი რჩევა-დარიგებები არ ჭრის და მათ საქციელს მათივე ხასიათს და გამოუცდელობას ვაბრალებთ.

რა ხდება სიმანდვილეში? ბავშვები განვითარების პროცესში კარგად ითვისებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რის შემდეგაც უმუშავდებათ გარკვეული უნარები, მათ შორის არის კარგის და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევის უნარიც. მაგრამ მიუხედავად ამ უნარისა მოზარდების მიერ გადაწყვეტილებების მიღება მაინც „ცივი“ და „ცხელი“ სიტუაციების ფაქტორებზე დაყრდნობით ხდება და ზუსტად ამიტომ, მათი ქმედებების ამოხსნას ბიოლოგიურ დონემდე მივყავართ.

ადამიანის ტვინზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ თავის ტვინის შუბლის წილი არ წყვეტს განვითარებას 23-25 წლამდე. ეს ნაწილი, სხვა ფუნქციებს შორის, პასუხს აგებს ადამიანის ემოციურ ქცევებზე, იმპულსებზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე და შედეგების გაანალიზებაზე.

ფოტო: ბიოლოგიის სახელმძღვანელო

ურთიერთკავშირს „ცხელ“ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებასა და ტვინის განვითარებას შორის, მეცნიერულ ენაზე ადამიანის ფსიქოსოციალურ სიმწიფე ჰქვია და დადგენილია, რომ ეს მარკერი 12-17 წლის ადამიანს ბევრად დაბალი აქვს ვიდრე 18-23 წლის ადამიანს და 24 წლის ზემოთ კი, გაცილებით მაღალია ვიდრე 18-23 წლის ასაკში.

სწორედ ამ ფაქტორით აიხსნება თინეიჯერების მიდრეკილება სარისკო ქცევების მიმართ, მათ მიერ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, მოკლევადიან მოგებებზე კონცენტრირება და სხვა მსგავსი ქმედებები.

ხშირ შემთხვევაში ამ ასაკში გაკეთებული „ცუდი არჩევანი“ ადამიანის განვითარების  ნაწილია და ნორმალურია თუ ადამიანი ისწავლის საკუთარი შეცდომების ხარჯზე. მაგრამ ნებისმიერი მშობელის ვალდებულებაა არ მოდუნდეს და დაიცვას შვილი სერიოზული და არაკანონიერი შედეგებისგან.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ვიყოთ ჩვენს შვილებთან ახლოს, მოვიოპვოთ მათი ნდობა, რომ გავხდეთ მათი მრჩეველი გადაწყვეტილებების მიღებაში. ავუხსნათ, როგორ უნდა შეძლონ „ცხელ“ სიტუაციებში დროებით უკან დახევა და გარიდება, თუნდაც აბაზანაში შევლით, ან ტელეფონზე დარეკვით ან ჰაერზე გასვლით და ჩასუნთქვით. ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დახმარება გვთხოვონ. ასევე შეგვიძლია შვილთან დისკუსია მოვაწყოთ რომელიმე არჩევანის ირგვლივ, განვიხილოთ მისი შედეგები ერთად და კიდევ სხვა ბევრი ხერხია მოზარდთან გახსნილი ურთიერთობის დამყარების. მთავარი აქ მაინც ის არის, რომ არ უნდა მოვთხოვოთ მოზარდებს ის უნარები, რაც ბიოლოგიურად ჯერ კიდევ არა აქვთ მინიჭებული და შევეცადოთ რთულ სიტუაციებში გავუგოთ და ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ.

ფოტო:shutterstock

წყარო: THE CONVERSATION

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s