არის თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე?

პოსტი მინდა დავიწყო ამერიკელი ფიზიკოსის, მიჩიო კაკუს ციტატით, რომელიც ცნობილია თავისი ფუტურისტული და მეცნიერული პოდკასტებით, ბლოგებით, სტატიებით თუ წიგნებით.

„გალაქტიკაში ყოველ მეორასე ვარსკვლავს ყავს თავისი, დედამიწის მსგავსი, საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარ მილიარდ ვარსკვლავს ყავს ცოცხალი ორგანიზმით დასახლებული პლანეტა, რომელიც მის გარშემო ბრუნავს ისე, როგორც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, შესაძლებელია, რომ ვიღაც იქიდან ჩვენც გვიყურებდეს“

 მიუხედავად ამერიკელი მეცნიერების (NASA) დიდი შრომისა და კეპლერის მისიის მნიშვნელოვანი წინსვლისა, სამწუხაროდ, დედამიწა ჯერ ტექნოლოგიურად არ არის მზად მოიპოვოს სხვა კოსმოსურ სივრცეებში სიცოცხლის არსებობის რაიმე ფორმის უტყუარი მტკიცებულებები.

ერთ-ერთმა მეცნიერმა, ენრიკო ფერმმა დასვა კითხვა – ჩვენ კარგი, მზე ახალგაზრდა ვარსკვლავია და ჯერ ვერ განვვითარდით, მაგრამ სად არიან ისინი? უფრო განვითარებულები? ამ კითხვას ფერმის პარადოქსი დაარქვეს და მასთან დაკავშირებით ბევრი პასუხი და უამრავი თეორია არსებობს.

  მაგრამ, ჯერ-ჯერობით შეგვიძლია მხოლოდ არგუმენტებით ვიმსჯელოთ და ვივარაუდოთ, თან ისეთი   არგუმენტებით, რომლებსაც ფიზიკის და ქიმიის კანონები და მრავალწლიანი კვლევები უმყარებს ზურგს.

ევოლუციის თეორია – მიუხედავად იმისა, რომ დარვინი და მისი თანამედროვეები ნაკლებად ფიქრობდნენ უცხოპლანეტელებზე, როცა ევოლუციის თეორიაზე მუშაოდნენ, ამ მოდელის მიხედვით, თუკი სადმე გაჩნდება სიცოცხლე, დიდი ალბათობით განვითარდება-კიდეც, ამიტომ ევოლუციის თეორიის არატრადიციული ინტერპრეტაციის მიხედვით, სიცოცხლე ადაპტირებას გალაქტიკის სხვა ადგილებშიც შეძლებს.

ფოტო: NASA/Ames/JPL-Caltech

დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტების აღმოჩენა – ბოლო პერიოდში, კეპლერის მისიით აღმოჩენილი პატარა, დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტების რიცხვმა იმატა, ზოგიერთი მათგანი საკუთარი ვარსკვლავის დასახლებად ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორბიტისა და დაშორების მიხედვით ამ პლანეტებზეც დედამიწის მსგავსად ზომიერი ტემპერატურაა. გამომდინარე იქიდან, რომ სამყაროს მასშტაბით უამრავი ასეთი პლანეტაა, სავარაუდოდ ზოგიერთი მათგანი ცოცხალი ორგანიზმის მასპინძელიც იქნება.

reaction of titanium silylidene and benzonitrile

სიცოცხლის ქიმიური წინამორბედები სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებზე – არსებობს მტკიცებულება, რომ რა ქიმიური რეაქციებითაც მოხდა დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა, იგივე ქიმიური ორგანული ნაერთები სხვაგანაც არსებობს, მაგალითად ტიტანის ატმოსფეროსა და ორიონის ნისლეულის გარემოში. მართალია, აქ უცხოპლანეტური სიცოცხლე არ აღმოგვიჩენია, მაგრამ აღმოჩენილია ის ინგრედიენტები, რომლებიც მრავალი მეცნიერის აზრით, სიცოცხლის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებდნენ.

ფოტო: From Wikimedia Commons, the free media repository

დედამიწის ექსტრემოფილები –  დედამიწაზე არსებობენ ექსტრემოფილები, ანუ ორგანიზმები, რომლებიც უძლებენ ექსტრემალურ სიცხეს, სიცივეს, მომწამვლავ ნივთიერებებსა და ვაკუუმსაც კი. შესაბამისად, გაგვაჩნია მყარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე შეიძლება აღმოცენდეს დედამიწის იმ ყველაზე არახელსაყრელ ადგილებში, რომლებიც პირობებით სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებს ჰგავს.

ამ პოსტში ჩამოთვლილი არგუმენტები, შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისად მყარი, შიძლება თეორიებიც არასრულია, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედავთ და გალაქტიკის მასშტაბებს გაიაზრებთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ შეიძლება ვიღაც ჩვენც გვიყურებდეს მეორე მხრიდან.

წყარო: CHARLIUS

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s