როგორ ვრცელდება ვირუსი და როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

უჰანის კორონავირუსის ადამიანის მიერ ადამიანზე გავრცელების მიზეზები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, თუმცა მსგავსი ვირუსები ვრცელდება ინფიცირებულის დახველებით ან დაცემინებით და ამ შემთხვევაშიც პრევენციის მთავარ მეთოდად ისევ ხელების დაბანა რჩება.

როგორ ვრცელდება ვირუსი?

როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ის თავისი ორგანიზმიდან გამოყოფს ნერწყვის ლორწოვან წვეთებს, რომელიც შესაძლებელია შეისუნთქოს ან ხელით მიიტანოს სახემდე სხვა ადამიანმა. ზოგიერთი სამედიცინო ინსტრუქციის თანახმად, დაინფიცირებული ადამიანისგან 6 ნაბიჯის ინტერვალია საჭირო, რომ წვეთებმა ვერ მიაღწიოს ჯანმრთელ ადამიანამდე. ფიზიკის კანონების გათვალისწინებით, ზუსტად 6 ნაბიჯი ყოფილა ორგანიზმიდან გამოსროლილი წვეთების, მიწაზე დალექვამდე, ჰაერში მოგზაურობის მაქსიმალური მანძილი.

როდესაც დავირუსებული წვეთები ისეთ ზედაპირზე ილექება, როგორიცაა ტრანსპორტის სავარძლები, სკოლის მერხები და სხვა, შეხების დროს ჯანმრთელი ადამიანი შესაძლებელია ადვილად დაინფიცირდეს. თუმცა ვირუსის გადადების ეს გზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ცოცხლობს ვირუსი ზედაპირზე. პრაქტიკაში ვირუსების გადარჩენის დრო ვარირებს საათიდან თვეებამდე და რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, როგორც ცნობილი გახდა ის ჰაერში მხოლოდ 2 საათი ცოცხლობს, ხოლო მისთვის ხელსაყრელ, ზოგ პირობებში, შეიძლება მაქსიმუმ 8 საათი გაძლოს;

ცნობილია, რომ გრიპი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 5-დან 7 დღემდე, ხოლო ბავშვებს შეუძლიათ ვირუსის გადამდებები იყვნენ ბოლომდე – სიმპტომების გაქრობამდე. ახალ კორონავირუსთან მიმართებაში ეს საკითხი ჯერ-ჯერობით გარკვეული არ არის.

როგორ დავიცვათ თავი?

დაიბანეთ ხელები ხშირად. ხელით თუ საეჭვო ზედაპირებს შეეხეთ, შეეცადეთ დაბანამდე  სახესთან არ მიიტანოთ. დაიბანეთ ხელები სუფთა, გამდინარე წყლით და საპნით, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელების ზედა მხარე, თითებს შუა ადგილები და ფრჩხილების უკანა ღია ნაწილები.

გაიკეთეთ პირბადე, თუმცა პირბადე წვრილი ნაწილაკებისგან მაინც არ გვიცავს და ასევე, ზოგიერთი ვირუსი თვალების მეშვეობით აღწევს ორგანიზმში და ასეთ დროს პირბადე ცხადია, ვეღარ დაგვიცავს.

თუ ვირუსის ეპიცენტრიდან ჩამოხვედით, დარჩით სახლში 14 დღის განმავლობაში. იგივენაირად, მოერიდეთ ასეთ ადამიანთან კონტაქტს 2 კვირის განმავლობაში.

ასევე ნახეთ – კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ციფრებში

წყარო: THE GUARDIAN

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s