აშშ ორსული ქალებისთვის ვიზების გაცემის წესებს ამკაცრებს

PHOTO:GETTY IMAGES/ISTOCKPHOTO

ოთხშაბათს, 22 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ვიზების გაცემის ახალი წესი, რომელიც ე.წ. „შობადობის ტურიზმის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

 იქიდან გამოდინარე, რომ აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, თითქმის ყველა ბავშვი, რომელიც მის ტერიტორიაზე იბადება, იღებს აშშ-ს მოქალაქის ოფიციალურ სტატუსს, ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის მომატებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შობადობა.

 შეზღუდვები მდგომარეობს შემდეგში – ყველა ქვეყნის საელჩოში, სავიზო აპლიკაციის ფორმაში ემატება აუცილებლად შესავსები ველი, არის თუ არა ქალბატონი ორსულად და საკონსულოს თანამშრომლები არ გასცემენ ე.წ. B ტიპის ვიზას იმ ორსულ ქალბატონებზე, რომლებსაც აშშ-ში ვიზიტისთვის მშობიარობის გარდა, არ ექნებათ სხვა დამაჯერებელი რაიმე მიზეზი.

  რა თქმა უნდა, ამ რეგულაციის ეფექტურობა დაბალია, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ს ტურისტული ვიზა როგორც წესი, გაიცემა 10 წლის ვადით და ორსულ ქალს შეუძლია წლების წინ აღებული ვიზით თავისუფლად გადაკვეთოს საზღვარი (ჯერ-ჯერობით საზღვარზე რეგულაცია არ დაწესებულა).

 აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფორმაში მითითებული ინფორმაციის სინამდვილე მხოლოდ ვიზუალური მინიშნებებით დადასტურდება და აშშ თავის საელჩოებში არ აპირებს ყველა ქალზე ორსულობის ტესტების ჩატარებას.

 აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულაციას ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის მიზეზით ხსნის და უცხოელების შობადობის სტატისტიკაზე მიუთითებს, რომლის მიხედვით აშშ-ში ბოლო წლებში, წელიწადში 10 000-ზე მეტი ასეთი ბავშვი იბადება.  

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, აღნიშნული სავიზო პოლიტიკა სტატისტიკას რადიკალურად არ შეცვლის, მაგრამ ეს უკვე ხმამაღალი მინიშნება იქნება, რაც გარკვეულ გავლენას მოახდენს მიგრაციის პროცესებზე.

წყარო: WSJ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s