რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

რა ტიპის ვირიუსთან გვაქვს საქმე?

ჩინეთში გავრცელებული ვირუსი არის ე.წ. კორონავირუსი (CoV), რომელიც აერთიანებს ცხოველებიდან ადამიანზე გადამტანი ვირუსების ოჯახს და იწვევს დაავადებას ჩვეულებრივი გაციებიდან მწვავე რესპირატორული სინდრომის მქონე პნევმონიამდე. ახალ კორონავირუსს მიენიჭა შტამი nCoV.

აღნიშნული კორონავირუსი, ისევე როგორც სხვა რამდენიმე კორონავირუსი, აქამდე არ გადადიოდა ცხოველიდან ადამიანზე, თუმცა ვირუსმა განიცადა მუტაცია და გადავიდა ადამიანზეც.

გავრცელების წყარო

ახალმა ვირუსმა, რომელსაც wuhan coronavirus შეარქვეს, 2019 წლის შუა დეკემბერში დაიწყო გავრცელება ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ ვუჰანში, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ზღვის პროდუქტების და ცხოველების ბაზარია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე იყიდება სხვადასხვა ჯიშის ცოცხალი ცხოველები, მათ შორის ველური ჯიშებიც და სწორედ აქ დაფიქსირდა პირველი შემთხვევა და ჯერ-ჯერობით ითვლება ერთადერთ კერად.

ვირუსის მიმდინარე შედეგები

2020 წლის 22 იანვრის მონაცემებით ვირუსით დაინფიცირების 440 შემთხვევა და მწვავე პნევმონიის შედეგად 9 ლეტალური შემთხვევა არის დაფიქსირებული.

 ვირუსთან ბრძოლის მეთოდები

WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) დღეს შეიკრიბება საკითხის გადასაწყვეტად. განიხილავენ არის თუ არა ვირუსი საგანგაშო და რა ზომები უნდა მიიღონ მის წინააღმდეგ.

რადგან ვირუსი განიცდის მუდმივ მუტაციას, ჯერ-ჯერობით მისი დასამარცხებლი პირდაპირი პრეპარატი არ არსებობს. რაც შეეხება ვაქცინას, მუშაობა დაწყებულია, თუმცა მინიმუმ 1 წელი დასჭირდება მის სრულყოფას.

ვირუსის გავრცელების არეალი

გუშინ, 21 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსის ფაქტები დარეგისტრირდა ასევე სამხრეთ კორეაში, ტაილანდში და იაპონიაში. აგრეთვე ერთი საეჭვო შემთხვევა ავსტრალიაშიც იქნა აღმოჩენილი. (Update: 23 იანვარს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც).

ვინაიდან, ჩინეთი მსოფლიო მიგრაციის უმსხვილესი კვანძია დედამიწაზე, იანვარში და თებერვალში მოსალოდნელია ასეულობით მილიონი ადამიანს ცირკულაცია ჩინეთის ტერიტორიაზე, რომლებიც გადაადგილდებიან სხვადასხვა ტრანსპორტით, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა A ტიპის განგაში (ისევე როგორც 2009 წელს H1N1 ვირუსის დროს). ცხადდება კარანტინი გარკვეულ ადგილებში და თითქმის ყველა აეროპორტში ამოწმებენ მგზავრებს ვირუსზე.

არის თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხე?

საქართველოს დაავადაბეთა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვირუსის ჩვენთან შემოტანის რისკი ძალიან მინიმალურია, მხოლოდ თეორიული“, მისი განმარტებით, ვირუსის საქართველოში ჩამოტანის რისკებს ამცირებს ის ფაქტი, რომ ჰუბეის პროვინციიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში არ არის. თუმცა კვირაში ორჯერ სრულდება რეისები დედაქალაქ პეკინის მიმართულებით, რომელიც შემოწმდება აეროპორტში.

წყარო: CNN

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s