როგორ ამოვიცნოთ ეტიკეტებზე დატანილი მარკეტინგული ხრიკები

ტექნოლოგიური განვითარება ყოველდღიურად ზრდის უნდობლობას სამომხმარებლო პროდუქტების მიმართ და გვაიძულებს უფრო მეტად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და გარემოზე, ვიდრე თუნდაც 20 წლის წინ. დღეს უკვე ყველა თანამედროვე მწარმოებლის სურვილია, რომ მათი პროდუქცია იყოს ნატურალური, ბიო, ეკო ან ორგანული.

სწორედ ამიტომ, რაც უფრო ხშირად იყენებენ მარკეტოლოგები თავიანთი პროდუქციის აღწერაში ამ ტერმინებს, უფრო რთული ხდება გარკვევა, რამდენად აკმაყოფილებს პირობას და  რა დადებით გავლენას ახდებს ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე.

იმისათვის რომ სატყუარაზე არ წამოვეგოთ და ზედმეტი ფული არ დავხარჯოთ, აუცილებელია, პირველ რიგში, დავაიგნოროთ ფრონტალურ ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია და ყურადღება მივაქციოთ ინგრედიენტების ჩამონათვალს. ამით არ მივცემთ მწარმოებლებს უფლებას დაგვაბნიონ, მოგვატყუონ და ნატურალური პროდუქციის ნაცვლად შეგვაძენინონ მძიმედ გადამუშავებული არაჯანსაღი პროდუქცია.

 გაითვალისწინეთ, რომ ეტიკეტის ჩამონათვალში პირველ რიგში მითითებულია ის ინგრედიეტნტი, რომელიც პროდუქტის წარმოებისას გამოყენებულია ყველაზე მეტი რაოდენობით და  სია ყოველთვის დალაგებულია კლებადობის მიხედვით. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური წესია ეტიკეტზე მოცემული პირველი სამი ინგრედიენტის შემოწმება, რადგან სწორედ ისინი ქმნიან პროდუქციის ყველაზე დიდ ნაწილს.

თუ პროდუქციის მთავარ ინგრედიენტებად მითითებულია რაფინირებული მარცვლეული, შაქარი, ჰიდროგენიზირებული ზეთები და სხვადასხვა კოდის ემულგატორები, ნიშნავს იმას, რომ პროდუქცია არაჯანსაღია.

აქვე გაგაცნობთ ეტიკეტებზე არსებული ძირითადი მითითებების მნიშვნელობებს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ პროდუქციის შეძენისას:

  1. მსუბუქი (Light) – მსუბუქი პროდუქტების გადამუშავება ხდება კალორიის ან ცხიმის რაოდენობის შესამცირებლად. ზოგი პროდუქტი უბრალოდ ირეცხება და ამ დროს უნდა იყოთ ყურადღებით, ხომ არ არის ჩანაცვლებული რამე სხვა ნივთიერებით, მაგალითად შაქრით.
  2.  მულტიმარცვლეული (Multigrain) – გამოიყენება როგორც ჯანმრთელი პროდუქციის აღმნიშვნელი, თუმცა ის მხოლოდ რამოდენიმე ტიპის მარცვლეულის ნარევს ნიშნავს, რომელიც შესაძლებელია იყოს რაფინირებული.
  3. ბუნებრივი (Natural) –  ეს მითითება ხშირ შემთხვევაში გულისხმობს, რომ რაღაც ეტაპზე მწარმოებელი თავისი პროდუქციის წარმოებისას იყენებდა ისეთ ბუნებრივ წყაროებს, როგორიცაა მაგალითად, ვაშლი ან ბრინჯი. რეალურად კი სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ვაშლი და ბრინჯი მოყვანილია ქიმიური დანამატების გარეშე და ნატურალურია.
  4. ორგანული (Organic) – ორგანული პროდუქციის ინგრედიენტების 95% არ შეიცავს პესტიციდებს და არ არის გენ მოდიფიცირებული, რაც კონტროლდება კანონმდებლობით. თუმცა აღნიშნული მითითება ეტიკეტზე მაინც არ გვაძლევს გარანტიას, რომ ვყიდულობთ ცალსახად ჯანსაღ პროდუქციას, რადგან ორგანული შაქარიც ჩვეულებრივი შაქარია, რომელიც არ არის ჯანსაღი პროდუქტი.
  5. ბიო (Bio) – ბიო პროდუქცია დაცულია ქიმიური დანამატებისგან, კონსერვანტებისგან და ტოქსინებისგან, რაც ისევე როგორც ორგანული პროდუქცია, კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. დაუდასტურებელი, მაგრამ ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად „ბიო“ უფრო მეტად „სუფთაა“ ვიდრე „ორგანული“.
  6. ეკო (Eko) – მსგავსი მითითება არ კონტროლდება, ამიტომ ასეთი ეტიკეტის მქონე პროდუქტს რამდენადაც არ უნდა ქონდეს „მწვანე“ პროდუქციის პრეტენზია, ის ძირითადად სავსეა ქიმიური ნივთიერებებით, ამიტომ ამ შემთხვევაში მეტი ყურადღებით უნდა შეამოწმოთ ეტიკეტზე მითითებული ინგრედიენტები.
  7. შაქრის გარეშე (No added sugar) – ის, რომ პროდუქტში არ არის დამატებული შაქარი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ჯანსაღია. ასეთ დროს უმეტეს შემთხვევაში დამატებულია არაჯანსაღი შაქრის შემცვლელი დანამატები.
  8. დაბალ კალორიული (Low-calorie) – დაბალ კალორიულ პროდუქტებს ორიგინალ პროდუქტთან შედარებით აქვთ 3-ჯერ ნაკლები კალორია. თუმცა ერთი ბრენდის დაბალკალორიული პროდუქტი შესაძლებელია შეიცავდეს ბევრად მეტ კალორიას ვიდრე სხვა ბრენდის იგივე ორიგინალური პროდუქტი. ამიტომ შეამოწმეთ რაოდენობა და არ გადაიხადოთ ძვირი მხოლოდ ეტიკეტში.
  9. უცხიმო (Low-fat) – ეს ეტიკეტი ძირითადად ნიშნავს რომ ცხიმი მოშორებულია შაქრის დამატების ხარჯზე, ამიტომ აქაც განსაკუთრებით ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობის ჩამონათვალი;
  10. ნახშირწლების დაბალი შემცველობა (Low-carb) – ბოლო დროს ხშირად გვხვდება მსგავსი ეტიკეტი, რადგან დაბალი ნახშირწლების დიეტა პოლუპარობით სარგებლობს მისი ეფექტურობის გამო, თუმცა მსგავსი პროდუქტები ისეთივე მეთოდით მუშავდება როგორც დაბალ ცხიმიანი საკვები.
  11. დამზადებულია მთლიანი მარცვლეულსგან (Made with whole grains) – თუ ინგრედიენტების ჩამონათვალის პირველ სამეულში არ არის რომელიმე მარცვლოვანი კულტურა მითითებული, ჩათვალეთ, რომ ეს პროდუქტი მარცვლეულს თითქმის არ შეიცავს;
  12. გამაგრებული ან გამდიდრებული (Fortified or enriched) – ეს ნიშნავს, რომ პროდუქტში დამატებულია გარკვეული საკვები ნივთიერებები. მაგალითად, რძეში თითქმის ყოველთვის ამატებენ D ვიტამინს თუმცა ის რომ, ვიტამინით გამდიდრებულია, არ ნიშნავს რომ ჯანსაღია.
  13. გლუტენის გარეშე (Gluten-free) – უგლუტეინო პროდუქტი არ ნიშნავს ჯანმრთელ პროდუქტს, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ არ შეიცავს ხორბალს, ჭვავს ან ქერს და უმეტეს შემთხვევაში ძლიერად არის გადამუშავებული და დატვირთული არაჯანსაღი ცხიმებითა და შაქრით.
  14. ხილის არომატით (Fruit-flavored) – ბევრ გადამუშავებულ პროდუქტს აქვს ერთი შეხედვით ნატურალური დასახელება, მაგალითად „მარწყვის იოგურტი“, თუმცა შესაძლებელია პროდუქტი საერთოდ არ შეიცავდეს ხილს და შეიცავდეს მხოლოდ  ხილის არომატიზატორ ქიმიკატებს.
  15. ნულოვანი ტრანს ცხიმები (Zero trans fat) – ეს ნიშნავს 0,5 გრამზე ნაკლებ ტრანს ცხიმს თითო პორციაზე და თუ პორციის ზომები საეჭვოდ არის შემცირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომაში შეყავხართ ეტიკეტს.

ზოგიერთი პროდუქტი შესაძლებელია მართლაც შეესაბამება ბიო, ნატურალურ და ორგანულ სტანდარტებს, ამისთვის საჭიროა ეტიკეტზე მოცემული ინგრედიენტების კვლევა სხვადასხვა ვებ აპლიკაციების საშუალებით. მაგალითად,  როგორიცაა Think dirty და Fooducate

წყარო: HEALTHILINE , EUGEORGIA

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s