ინტერნეტში გავრცელებული 15 ფოტო, რომლებიც სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა

1.ჯადოსნური ციხესიმაგრე

 ეს ციხესიმაგრე, რომელსაც ერთ დროს ყველა აღტაცებით ვაშეარებდით, სამწუხაროდ ტაილანდში არსებული კლდის და გერმანიაში მდებარე სასახლის კომბინაცია აღმოჩნდა.

2. პილოტი – ექსტრემალი

რეალურად ეს ცნობილი სელფი გადაღებულია მას შემდეგ რაც თვითმფრინავი მშვიდობიანად დაფრინდა მიწაზე. თუმცა დამეთანხმებით, რომ მიწაზეც კი არაჩვეულებრივი სელფია და ფოტოშოპის გარეშეც იმსახურებდა ბევრ გზიარებას.

3. ბიჭი ბრინჯის გრანდიოზული ტალღით

სულ ცოტა ხნის წინ, მთელი მსოფლიო ცდილობდა ამ ბიჭის კულინარიული მიღწევისთვის მიებაძა. მაგრამ მალევე ტოკიოს კვების მუზეუმიდან ბრინჯის ტალღის სკულპტურის სურათი გავრცელდა და ყველაფერს ნათელი მოეფინა.

4. ფოტო სცენის მიღმა

ფოტო, რომელიც თითქოსდა კინოკომპანია MGM-ის ცნობილი ლომის გადაღების პროცესს ასახავდა, რეალურად ვეტერინარულ კლინიკაში ლომის დიაგნოსტირების პროცესის ამსახველი ფოტო აღმოჩნდა. ცნობისთვის, ეს ლომი გამოჯანმრთელდა და დღემდე თავს კარგად გრძნობს.

5. მშობლების საფლავებს შუა მძინარე სირიელი ბავშვი

მართალია ფოტო დადგმულია, საფლავები არ ეკუთვნის ამ ბავშვის მშობლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში მსგავსი ტრაგედიები არ ხდება. გვჯერა თუ არ გვჯერა ეს ისეთი ე.წ. ფეიქია, რომელიც ცდილობს რეალობა დაგვანახოს.

6. მარიხუანა კოსმოსში

სინამდვილეში ეს  უსაყვარლესი ასტრონავტი აპირებს თავის კოლეგებს სააღდგომო კვერცხებით სურპრიზი გაუკეთოს.

აღსანიშნავია, რომ ასტრონავტი კრის ჰადფილდი, ცნობილია თავისი ვლოგებით, საიდანაც გვიზიარებს ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ცხოვრების პირობებს. ეს სურათიც ამოღებულია მის მიერ გაზიარებული ერთ-ერთი ვიდეოდან.

7. გაყინული ვენეცია

ვიღაცამ ბაიკალის ტბის და ვენეციის ერთ-ერთი ქუჩის ჰიბრიდი გააკეთა და სოციალურმა ქსელმა, რა თქმა უნდა, დიდი ამბით აიტაცა.

8. 10 წელიწადში განადგურებული ტყე

ალბათ ყველას გვახსოვს reddit-ის  მიერ წამოწყებული#10yearchallenge. ამ ჩელენჯის ფარგლებში ბევრი უცნაური და ასევე რეალისტური ფოტო გავრცელდა, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გაჩეხილი ტყე მალაიზიაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ ველური ტყის ნაწილი გაიჩეხა იმისთვის, რომ დაერგათ პალმის ხეები.

9. ქალი -ბაყაყი

სურათის ორიგინალი მშვენიერი ინსპირაცია აღმოჩნდა ფოტოშოპით ახალი „სუპერგმირის“ შესაქმნელად.

10. უნიკალური შავი ლომი

რა თქმა უნდა არ არსებობს. ისე სულ ტყუილად არ დააჯილდოვა ბუნებამ ლომები მუქი შეფერილობით, მგონი ძალიან უხდება.

11. 2019 წლის კალიფორნიის ხანძრის დროს ოფისში აღმოჩენილი ფოცხვერი და ირემი

რეალურად ეს ფოტო გადაღებულია 2009 წელს, ცხოველთა თავშესაფარში, სანტა-ბარბარაში გაჩენილი ხანძრის დროს.

საერთოდ, ინტერნეტში მრავლად არსებობს დაზარალებულების შაბლონური ფოტოები, რომლებიც ყოველი სტიქიის დროს ტრიალდება და მასზე ასახულები ხან ცუნამის მსხვერპლები ხდებიან და ხან ხანძრის, ეს ფოტოც მსგავსი სერიიდანაა.

12. დაბინგი  40-იანი წლების ფოტოზე

ცეკვის ილეთი დაბინგი ნამდვილად არ იცოდნენ ორმოციან წლებში, ეს ცნობილი კინოფილმის Dunkirk-ის (2017) გადაღებების დროს, სცენის მიღმა გადაღებული ფოტოა.

13. ნეშენალ გეოგრაფიკის რეპორტიორები და დათვი

ეს ფოტო, შეიძლება ითქვას, ნათელ მაგალითს წარმოადგენს იმ აზრის გასამყარებლად, რომ ყველაფერი რაც ინტერნეტშია არ უნდა დაიჯეროთ.

14. ინდოეთის ფოტო ჰინდუს (ფერების) ფესტივალის დროს

რეალურად ეს სატელიტების მიერ გადაღებული ფოტოების კომპოზიციაა, რომელიც სურათს სიჭრელის ეფექტს აძლევს.

15. და ბოლოს, პარიზი ახალ წელს

“რა შევუკვეთე”:

“რა ჩამოვიდა”:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s