დღეიდან Spotify თქვენი შინაური ცხოველისთვის სპეციალურ ფლეილისტს შეადგენს

The Verge

ერთ-ერთმა უმსხვილესმა მუსიკალურმა პროვაიდერმა, Spotify-ს აპლიკაციამ, მომხმარებლებს შინაური ცხოველებისთვის შექმნილი ფლეილისტის ახალი გენერატორი შესთავაზა.

 დღეიდან შეგეძლებათ Spotify Pet Play-ის ბრაუზერზე გადასვლით შინაური ცხოველების ხუთი ვარიანტიდან – კატა, ძაღლი, იგუანა, ჩიტი და ზაზუნა –  აირჩიოთ ერთ-ერთი და მიუთითოთ რამოდენიმე დამახასიათებელი თვისება, მაგალითად, ენერგიულები არიან თუ მოდუნებულები, მორცხვები – თუ მეგობრულები, აპათიურები – თუ ცნობისმოყვარეები, რის შემდეგაც მოთხოვნას შეგიძლიათ სახელი და ფოტო-სურათიც დაურთოთ და Spotify თქვენი შინაური ცხოველის სახელით ახალ ფლეილისტს გახსნის.

სიაში ძირითადად ხვდება მუსიკალური კომპოზიციები, რომლებსაც ცხოველის მეპატრონე ოდესმე უსმენდა ამავე აპლიკაციაში. ასევე კომპოზიციები, რომლებიც ეძღვნება რომელიმე ცხოველის სახეობას ან თუნდაც ცხოველის სახელთან ასოცირდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია მოსწონთ თუ არა აპლიკაციის მიერ შერჩეული მუსიკა თავად ცხოველებს, თუმცა იდეას, ადამიანების მიერ ინტერნეტში, დადებითი გამოხმაურება მოყვა და ვარაუდობენ, რომ პროექტი ვირუსული გახდება.

წყარო: THE VERGE

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s