გადადებული საქმეები და ჩვენი წილი პროკრასტინაცია თანამედროვე სამყაროში

 მე ვარ ხატია და სულ ახალახან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მომზადების დროს, სამწუხაროდ, აღმოვაჩინე რომ ვარ პროკრასტინატორი. იმიტომ, რომ პროექტისთვის მქონდა 20 დღე და წერა დავიწყე „დედლაინამდე“ მხოლოდ ერთი დღით ადრე. ამბავი მართლა სამწუხარო იქნებოდა, რომ არა მისი გაგრძელება, რომლსაც აუცილებლად მოგიყვებით და მანამდე შევეცდები ავხსნა რასთან მქონდა საქმე:

 პროკრასტინაცია – არის პრობლემა თანამედროვე ცხოვრების – ჯერ ყველაფერს ვდებთ და მერე ვჩქარობთ რომ ეს ყველაფერი მოვასწროთ ბოლო წუთებში. ის არის ხაფანგი, სადაც ბევრი ჩვენგანი ხვდება ჩვენდაუნებურად. მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, ამ ხაფანგის მსხვერპლი კაცობრიობის 95%-ია და ეს რატომღაც ყველასთვის დამამშვიდებელი ციფრია, იქიდან გამომდინარე რომ ადამიანების უმრავლესობას ყოველთვის ურჩევნია იყოს უმრავლესობაში.

  მაგრამ მე მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე პრობლემა, დავიწყე კვლევა, შევეცადე მომეძიებინა მეტი ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ და გამეაზრებინა რატომ მოხდა ასე. ის პროექტი იყო რთული, მაგრამ იყო საკმაოდ საიტერესო ჩეთვის, ჰო და აბა რაშია საქმე?

დროის მენეჯმენტის არქონაში?

პროკრასტინაცია –  დროსთან მუშაობის არცოდნაზე უფრო ემოციებთან მუშაობის არცოდნაა. ამიტომ პროკრასტინაციის გადასალახად აუცილებელია ვმართოთ ჩვენი ნეგატიური განწყობა, რომელსაც იწვევს შესასრულებელი საქმისადმი წინასწარი დამოკიდებულება. მაგალითად, როგორიცაა  ნერვიულობა, იმედგაცრუება, წყენა, თავდაჯერებულობის არქონა, სუფთა ფურცლის შიში, მარცხის შიში და ა.შ..

პროკრასტინაცია იგივეა რაც სიზარმაცე?

  არა, ის ხშირად ასოცირდება სიზარმაცესთან, მაგრამ სულ სხვა მოვლენაა.  სიზარმაცისგან განსხვავებით პროკრასტინაცია არის აქტიური პროცესი. ამ დროს ჩვენ ვირჩევთ სხვა საქმეს და არა უსაქმურობას და აპათიას.

  მაგრამ მოდი ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში – პროკრასტინაციის შედეგად შედარებით რთული დავალების ნაცვლად  ჩვენ ვირჩევთ უფრო სასიამოვნო და მარტივ საქმეს. თუმცა ამ არჩევანით სიამოვნებას ვერ ვიღებთ, რადგან მუდმივად გვაწუხებს დანაშაულის გრძნობა გადადებული საქმის წინაშე. გვაქვს დროის მუდმივი უკმარისობა. ზოგჯერ გვრცხვენია საკუთარი თავის და ამ ყველაფერმა შეიძლება პროდუქტიულობის დაცემამდე  და მოტივაციის დაკარგვამდე მიგვიყვანოს. უარესი, საქმის მუდმივად გადადების ჩვევა, შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული შედეგების მომტანი როგორიცაა  ქრონიკული აშლილობა, მუდმივი სტრესი, შფოთვა და დეპრესიაც კი.

თუ თქვენ ისევ თვლით, რომ მყარად ხართ 5%-ან უმცირესობაში, იყავით საკუთარ თავთან გულწრფელები:

ელოდებით განწყობას და ხასიათს საქმის გასაკეთებლად? –  თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

საქმის დაწყებამდე გაქვთ რიტუალური დაუსრულებელი „მოსამზადებელი პერიოდი“? – თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

თვლით, რომ გასეირნება შველის იდეების გენერირებას? – დიახ, თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

მაინცდამაინც ამ დროს გახსენდებათ გადადებული დაბალპრიორიტეტიანი წვრილმანი საქმეები?  – რა თქმა უნდა, თქვენ პროკრასტინატორი ხართ!

ჯდებით თუ არა საქმის გასაკეთებლად, მაშინვე გინდებათ ჩაი, ყავა, სიგარეტი? – თქვენ პროკრასტინატორი ხართ! და ასე შემდეგ, სია დიდია.

  რა თქმა უნდა მე არ ვცდილობ თავი უხერხულად გაგრძნობინოთ და კუთხეში დაგაყენოთ, მე უბრალოდ ჩემს აზრებს გიზიარებთ და გეხმარებით პირველი ნაბიჯის გადადგმაში.

 მე კი, მას შემდეგ რაც გადავდგი აღიარების პირველი ნაბიჯი, მივაყოლე მეორეც – მიზეზების ძებნა. მიზეზის გარკვევა მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმისთვის, რომ დამედგინა, ნამდვილად მოსაწყენად და არასასიამოვნოდ ვთვლიდი კონკრეტულ საქმეს, წარუმატებლობის მეშინოდა თუ უფრო რთულად იყო საქმე და უკვე ჩემს ტვინს ქრონიკულ ჩვევაში ქონდა გადასული იმის გადადება რაც მნიშვნელოვანია? – ჩემს შემთხვევაში ეს უკანასკნელი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა.

 ანალიზს მოყვა მესამე ნაბიჯი – „ბრძოლა“. ყველამ ვიცით, რომ ჩვევის, ტვინში ღრმად ჩამაგრებული ქცევის მოდელის, ასე აღება და წაშლა ძალიან რთულია. ჩვევა ქრება მაშინ როდესაც ომს ვუცხადებთ და ვებრძვით ბოლომდე, სანამ არ დავამარცხებთ. პრაქტიკაში ჩვევის დასამარცხებლად შევარჩიე რამდენიმე სტრატეგია, რამაც ჩემს შემთხვევაში ეფექტურად იმუშავა და ჩემი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.   

 ვისაც საქმის დაწყებამდე ეს სტატია შემოგეკითხათ, ამ შემთხვევაში გაგიმართლათ – შეგიძლიათ დღესვე გამოიყენოთ ჩემი გამოცდილება და გამოუცხადოთ ომი პროკრასტინაციას, ან შეგიძლიათ უბრალოდ გადადოთ ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი თვით, ან ერთი ან რამდენიმე წლით… არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზეა.

Vector Illustration Procrastination Lettering.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s