მეცნიერებს, ქრონიკული ტკივილის კვლევის საკითხში, სიახლეები აქვთ

ფოტო: ROBERT CLARK

უცნაურია, მაგრამ ტკივილის უნარი, კაცობრიობისთვის და ცხოველთა სამყაროსთვის, ბუნების საჩუქრად ითვლება. ტკივილი გვეხმარება გამოვიმუშაოთ ფიზიკური დაზიანებისგან თავის ასარიდებელი აუცილებელი რეფლექსები. ჩვენ განვიცადეთ ევოლუცია იმისთვის, რომ ტკივილის საშუალებით სხეულს მოეცა სიგნალი თვით-პრევენციისთვის და თავდაცვისთვის.

მაგრამ ტკივილი, რომელიც ქრონიკულ ხასიათს ატარებს დიდი ხანია მეცნიერებისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს. ქრონიკულ ტკივილად ითვლება ტკივილი, რომელიც მინიმუმ 3 თვე გრძელდება და მისი გამომწვევი მიზეზები ფიზიკური დაზიანება ან რომელიმე ავადმყოფობაა.

ამ ეტაპზე, ძლიერი ქრონიკული ტკივილის გამაყუჩებლი ერთადერთი გზა ოპოიდებია — ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ უშუალოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მდებარე ოპოიდურ რეცეპტორებთან დაკავშირება. ოპოიდები სტრუქრურულად ძალიან ჰგვანან მორფინს და შეიძლება ადამიანი დამოკიდებულებამდე ან აბსტინენტურ სინდრომამდეც კი მიიყვანონ.

ამიტომ მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ მიაკვლიონ მეთოდს, თუ როგორ შეიძლება ტკივილით მიყენებული ტანჯვის მართვა ყველაზე უსაფრთხო გზით და მოუძებნონ ოპოიდებს ყველაზე რელევანტური ალტერნატივა. ისინი იკვლევენ ტკივილის ბილოგიას და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ძვრები და მიღწევები შეინიშნება. მათ უკვე დეტალურად ახსნეს რა გზას გადის ტკივილის სიგნალი სენსორული ნერვებიდან ტვინამდე და როგორ იღებს ტვინი ტკივილის შეგრძნებას.

მეცნიერები ასევე ხსნიან კონკრეტული გენების როლს ტკივილის რეგულაციაში და არის იმედი, რომ რამოდენიმე სხვადასხვა მკვლევარის მიერ, პარალელურ რეჟიმში სისტემატიური დაკვირვება მიგვიყვანს ქრონიკული ტკივილის მკურნალობის ისეთ რევოლუციურ მეთოდებთან, როგორიცაა მაგალითად, ტვინის სტიმულაცია. სულ ახლახან ერთ-ერთ პერსპექტიულ სტრატეგიად სწორედ ეს მეთოდი დაანონსდა და ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს მისი ტესტირება. მეთოდი ითვალისწინებს შემდეგს – იმისთვის, რომ შეიცვალოს ტვინის მიმღებლობა ტკივილის მიმართ, მოხდება ტვინის სტიმულაცია რბილი ელექტროშოკებით და ტვინი შეძლებს საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი ტკივილის დასამარცხებლად.

გარდა ამისა, ფსიქოლოგები და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პლაცებოს ეფექტის სიღრმისეული ანალიზი და კვლევა. მათი აზრით ის საკმაოდ მძლავრ სისტემას ქმნის ტვინში. ასევე აქტიურად განიხილება რამოდენიმე კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიური საკითხი, მათ შორის ვირტუალური რეალობის ჰიპოთეზებიც კი.

წყარო: NATIONAL GEOGRAPHIC

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s